შემოგვიერთდით

ადამიანები ანაკლიის პორტის მშენებლობიდან

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია.

ანაკლიის პორტი შეაფასებულია როგორც „21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე“. როგორც ცნობილია, რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება ჯერ მხოლოდ მშენებლობის პროცესში.

სამშენებლო სამუშაოებში მონაწილეობას “ვან ოორდის” თანამშრომლებიც იღებენ. მათ შორის, ნილი და კორინა, რომლებმაც ანაკლიაში ნახევარი წელი გაატარეს.

26 წლის ნილი გეოლოგია და პორტების მშენებლობისათვის საჭირო დეტალებს იკვლევს:

“როგორც გეოლოგი, გაკვირვებული ვარ … ვინც ნახა აქ, გეოლოგიურად ყველასთვის ძალიან საინტერესო და იშვიათი შემთხვევაა. როგორც წესი, სანაპიროს გასწვრივ ზღვის სიღრმე, საშუალოდ 40 მეტრია ხოლმე. აქ კი, კანიონის წყალობით, სანაპიროზე 200 მეტრის სიღრმე გვხვდება. ეს პორტის დაპროექტებისთვის საინტერესო გამოწვევაა”.

კორინა ინჟინერია და ანაკლიამდე კონსტანცას პორტში მუშაობდა:

“ამ პროექტის განხორციელებას მოუთმენლად ველოდები. კარგი შესაძლებლობა იქნება ქვეყნის განვითარებუსთვის. იგი ინფრასტრუქტურასაც განავითარებს ადგილობრივად, არა მხოლოდ პორტს. აქ განვითარდება ვაჭრობა, გაიზრდება მოსახლეობა, სახლები აშენდება”.

ფოტო : Natela Grigalashvili
ტექსტი : Rusudan Panozishvili

ანაკლია ადამიანებისანაპიროდან ჟურნალიანაკლია

წყარო: ანაკლიის პორტი Anaklia Port

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *