შემოგვიერთდით

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

პირველ ადგილზე გიმნაზია AIA GESS-ის პროექტი “რობოტი ლაბორანტი” გავიდა. პროექტის ავტორი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და საგანმანათლებლო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების ფარგლებში, მე-8 – მე-12 კლასის მოსწავლეებმა ბათუმის, ვანის, ხონის, თელავის, სოფელ პატარძეულის და თბილისის სკოლებიდან, სტუმრებისა და დამთვალიერებლების წინაშე, საკუთარი ინოვაციური გამოგონებები და პროექტები წარმოადგინეს.

მოსწავლეებსა და სტუმრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდიმ მიმართეს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მიზანია, ახალგაზრდებში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების შექმნის წახალისება. კონკურსი 2014 წლიდან ხორციელდება, რომელშიც მონაწილეობა მიღებული აქვს 280 გუნდს და 1000-მდე მოსწავლეს. კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *