შემოგვიერთდით

“ანაკლიის კონსორციუმის” ინიციატივით ადგილობრივი მოსახლეობა ინგლისურ ენას უფასოდ შეისწავლის

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობით, აცხადებს მიღებას ინგლისური ენის შემსწავლელ უფასო კურსზე ზრდასრულთათვის.

აღნიშნული შემოთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ ანაკლიისა და მეზობელი სოფლების მოსახლეობას (ასაკი – 17 წელი და ზემოთ).

გაკვეთილები დაიწყება მარტში და გაგრძელდება 12 კვირის განმავლობაში (20 მარტი – 6 ივნისი). გაკვეთილებს ჩაატარებენ მშვიდობის კორპუსის ამერიკელი მოხალისეები ორჯერ კვირაში ანაკლიაში (სასტუმრო „პალმ ბიჩი“).

რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად, გთხოვთ, მიმართოთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საჯარო საინფორმაციო ცენტრს (ანაკლია, სასტუმრო „პალმ ბიჩი“-ს მიმდებარე ტერიტორია, ტელ: 551 959 911).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 მარტი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *