შემოგვიერთდით

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოებში „ბლექ სი გრუპი“ მონაწილეობს

 ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორის მოადგილე სამშენებლო მიმართულებით, გიორგი მირცხულავა სამუშაოების შესახებ:

“დღესდღეობით მობილიზებულია ტექნიკა, რომელიც აწარმოებს სპეცილიზირებულ სამუშაოებს. ადგილზე არსბული გამოწვევის გამო „კომპანია ბლექ სი გრუპს“, რომელიც გამარჯვებულია ამ პროექტში, მოუწია სპეციალური მუხლუხოვანი ტექნიკის შემოყვანა  რათა გაადვილდეს სამუშაოების წარმოება.

სამუშაოები მაღალ ტემპში მიმდინარეობს. ტექნიკაზე მუშაობენ ქართველი თანამშრომლები. ესენი არიან მაღალი რანგის სპციალისტები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში, უამრავ ადგილას მსგავსი სახის სამუშაოებში მიუღიათ მოანწილეობა.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სამუშაოებში ჩართული იყოს ქართველი მოსახლეობა. მე შემიძლია დიდი სიხარულით გითხრათ, რომ დღესდღეობით დასაქმებულების 100% საქართველოს მოქალაქეები არიან. უკვე 35 ადგილობრივი მოსახლეა ჩართული ამ საშვილიშვილო საქმეში.

ვაგრძელებთ დასაქმებას, ვაგრძელებთ მშენებლობას და მივაღწევთ იმ შედეგს, რომელსაც ასე ელის ჩვენი მოსახლეობა. “

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე „კომპანია ბლექ სი გრუპი“ ახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: ჰუმუსოვანი ფენის მოხსნა და დასაწყობება, სამელიორაციო არხის მშენებლობა, შიდა გზების მოწყობა, გეოდეზიური სამუშაოები, ნარჩენების გატანა.

 anakliaport anakliadeepseaport ანაკლიისღრმაწყლოვანიპორტი პორტისაჭიროა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *