შემოგვიერთდით

ანგელა მერკელის კანონპროექტი – დირექტორთა საბჭოში 30% ქალებით დაკომპლექტდება

ანგელა მერკელის ინიცირებულია კანონპროექტი მსხვილ ორგანიზაციებში დირექტორთა საბჭოში 30% ქალებით დაკომპლექტების შესახებ. სავალდებულო კვოტები 2020 წლისთვის სრულად უნდა ჰქონდეს დაცული ყველა დიდ კომპანიას.

მსოფლიოს ნომერ პირველი ქალბატონის რეზიუმე კი შემდეგნაირად გამოიყურება:

დაიბადა 1954 წლის 17 ივლისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, ამჟამად არის მეორე ქორწინებაში იოახიმ ზაუერთან, ხოლო პირველი მეუღლე გახლდათ ულრიხ მერკელი.

განათლება: 

ლაიფციგის უნივერსიტეტი, ფიზიკის ფაკულტეტი.

პოლიტიკაში მოღვაწეობა:

2005 წლიდან დღემდე არის გერმანიის პირველი ქალი-კანცლერი;

1991-1994 წლებში იყო გერმანიის ახალგაზრდობისა და ქალთა მინისტრი;

1994-1998 წლებში გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი;

1990 წლიდან არის გერმანიის პარლამენტის წევრი.

ენების ცოდნა:

გერმანული – მშობლიური

ინგლისური – ძალიან კარგად

რუსული – ძალიან კარგად

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მუშაობაში მერკელი წელიწადში 190 ათას ევროს იღებს. გარდა ამისა, იგი გახლავთ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი, რაშიც მას დამატებით უხდიან 100 ათას ევროს წელიწადში.

ანგელა მერკელი ბოლო პერიოდში თითქმის ყოველთვის ხვდება ჟურნალ “Forbse”- ის მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სიაში. „ მიიჩნევენ, რომ ჩემი კარიერის მწვერვალს მივაღწიე. ამას არ ვეთანხმენი. მომავალში უფრო მეტის მიღწევის იმედი მაქვს“ – ამბობს მერკელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *