შემოგვიერთდით

არამწეველებმა მიიღეს 6 დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღე, მწეველების მიერ მოწევაზე დახარჯული დროის საკომპენსაციოდ

იაპონიაში ერთ-ერთმა კომპანიამ შემოიღო შემოქმედებითი მიდგომა, რათა მწეველი თანამშრომლებისთვის მიეცათ მოტივაცია, შეეწყვიტათ მოწევა.

Piala Inc. –  ტოკიოში დაფუძნებული ორგანიზაცია, წელიწადში ექვს დამატებით დასვენების დღეს აძლევს მის არამწეველ თანამშრომლებს. ეს ახალი პოლიტიკა ითვალისწინებს იმ შესვენებების დროის კომპენსაციას, რასაც მწეველები მოწევის დროს ხარჯავენ.

                       Image credits: Getty Images

,,ჩვენმა ერთ-ერთმა არამწეველმა თანამშრომელმა კომპანიის შეთავაზებების ყუთში დატოვა მესიჯი, სადაც საუბრობდა, რომ მოწევაზე დახარჯული შესვენებები, იწვევდა პრობლემებს.” – Hirotaka Matsushima, კომპანიის სპიკერმა განუცხადა ტელეგრაფს. ,,ჩვენმა დირექტორმა ნახა ეს კომენტარი და დაეთანხმა, ჩვენ მივცემთ არამწეველებს დამატებით დროს კომპენსაციისთვის.

                       Image credits: BEHROUZ MEHRI

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს 29-ე სართულზე Ebisu-ს დასახლებაში, ტოკიოში. ყველას, ვისაც სიგარეტის მოწევა მოუნდება, უნდა ჩავიდეს ქვევით. თითოუელ ჯერზე ისინი ხარჯავენ 15 წუთს. Piala Inc-ის 120 თანამშრომლიდან მინიმუმ 30-მა უკვე ისარგებლა უპირატესობით და გამოიყენა დამატებითი დასვენების დღეები. კომპანიის ინფორმაციით, ახალმა სქემამ უკვე წაახალისა 4 თანამშრომელი, უარი ეთქვათ ამ მავნე ჩვევაზე.

,,ვიმედოვნებ თანამშრომლებს ეს ინიციატივა უფრო წაახალისებს, ვიდრე ჯარიმები.” Piala Inc-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Takao Asuka-მ განუცხადა Kyodo News-ს.

                       Image credits: Piala

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეპორტში ნათქვამია, რომ იაპონელი მოზარდების 18.2 პროცენტი მწეველია (უმეტესად მამაკაცები).

როგორ ფიქრობთ უნდა ისარგებლონ თუ არა არამწეველებმა, მწეველებთან  შედარებით დამატებითი ანაზღაურებადი დასვენების დღეებით თუ ეს მწეველების მიმართ უსამართლობაა?

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი სტატიის ქვეშ კომენტარებში.

აქვე გთავაზობთ უცხოელების კომენტარებს აღნიშნულ სტატიაზე:

წყარო: https://bit.ly/2KXfPmA