შემოგვიერთდით

„ატლანტიკ ჯგუფის“ ქარხანაში 120 ადამიანამდეა დასაქმებული

ქუთაისში, თავუსუფალ ინდუსტრიულ ზონაში ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის“ ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხნის ოფიციალურად გახსნას დავესწარი.

ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო. ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო.

დღეს სრული საწარმო ციკლი ვიხილეთ, დაწყებული ძალიან მარტივი მასალებით და დასრულებული მაღალი ღირებულების პროდუქციით.

ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *