შემოგვიერთდით

აქცია “დაიცავი გარემოს” ფარგლებში – AgroHub-ის პასუხი ბიბლუსის სასარგებლო გამოწვევას

ყველაფერი ერთ მშვენიერ დღეს დაიწყო, როდესაც გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბიბლუსელებმა მარტყოფის ღვთაების მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

“თუ ბევრნი ვიქნებით ჩვენი ქვეყანა დალაგდება” – დაწერა სოციალურ ქსელში ქალბატონმა ინგა სიჭინავამ და ამავე აქციაში ბიბლუსის HR სამსახურის სახელით  აგროჰაბის HR დეპარტამენტი გამოიწვია.

“მაგარია, აუცილებლად ჩავერთვებით” – გამოწვევა მიიღო თეა მორბედაძემ აგროჰაბის HR მენეჯერმა, რამდენიმე დღეში, აგროჰაბელები სიამოვნებით ჩაერთვნენ აქციაში და ზედაზენის მონასტერის მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეს.

“რამდენიმე დღის წინ კომპანია ბიბლუსისგან მივიღეთ გამოწვევა აქცია “დაიცავიგარემო – ს ფარგლებში. ჩვენც, რა თქმა უნდა, არ დავაყოვნეთ, მივიღეთ გამოწვევა და ზედაზენისკენ გავეშურეთ. გუნდური ერთობით შევუდექით საქმეს, მიმდებარე ტერიტორია დავასუფთავეთ, საღამო კი არაფორმალურ, სასიამოვნო გარემოში დავასრულეთ.

 ?? ულამაზესი ბუნება, ხედი, მისტიური გარემო … დამღლელი დღის ბოლოს კი იყო მხიარული და გემრიელი შეკრება ულამაზეს არმაზის ხეობაში. მადლობა ინგას ამ შესაძლებლობისთვის” – წერს სოციალურ ქსელში აგროჰაბის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი ქალბატონი თეა და ამავე აქციაში  HR hub-ის გუნდს, 4 finance-ის HR მენეჯერს თამარ დანელიშვილსა და “გალფის” ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს ირინა ჯანჯღავას იწვევს.

სასარგებლო კამპანია გრძელდება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *