შემოგვიერთდით

“აჭარა ჯგუფმა” 2017 წლის საუკეთესო თანამშრომლები გამოავლინა

“აჭარა ჯგუფმა” 2017 წლის საუკეთესო თანამშრომლები გამოავლინა.

იანვარი 2017, საუკეთესო თანამშრომელი – დავით მერაბიშვილი, 31 წლის
2016 წლის მარტში, ქვეყანაში ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს ტექნიკურ დეპარტამენტში ელექტრიკოსად დაიწყო მუშაობა.
აჭარა ჯგუფი და სასტუმრო ჰოლიდეი ინნი აღმოჩნდა ისეთი ადგილი, სადაც მან თავი კომფორტულად იგრძნო, რადგან აქ მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემოა, რომლის მთავარი შემქმნელი ყველა ის თანამშრომელია, ვისაც დღის განმავლობაში ხვდება.
დავით მერაბიშვილი: „დილას მოსვლა მიხარია, ვიცი რომ კარებში შემოსვლისთანავე დამხვდებიან ეს ადამიანები, თან ყოველთვის ის განცდა მაქვს რომ აქ ძალიან ბევრის მიღწევა შემიძლია.“

მარტი, 2017 – საუკეთესო თანამშრომელი – ნინო გორგოშიძე, 22 წლის

უნივერსიტეტის მესამე კურსზე სწავლობდა, როდესაც მეგობრის რჩევით მოვიდა გასაუბრებაზე. 2016 წლის 6 ივლისს დასაქმდა Holiday Inn-ში დიასახლისის პოზიციაზე. 
ჯგუფში ახალი მოსული იყო, როდესაც რეგისტრაციების დეპარტამენტის წარდგენით გახდა თვის საუკეთესო თანამშრომელი, რაც მისთვის იყო ძალიან დიდი მოტივაცია და რამდენიმე თვეში დაწინაურდა კიდეც.

 „აჭარა ჯგუფში ყოველდღე მაქვს ახალი გამოწვევები, მუდმივად აღმოვაჩენ ახალ შესაძლებლობებს საკუთარ თავში და მაქვს განვითარების საშუალება. ვთლი, რომ ჩემს თანამშრომლებთან ერთად მუშაობამ შემძინა ძალიან დიდი გამოცდილება არა მხოლოდ იმ მიმართულებით სადაც ვმუშაობ, არამედ ზოგადად. უკვე სწავლაც დავამთავრე ტურიზმის მიმართულებით და ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფში დიდი წარმატების მიღწევა შემიძლია“.

აპრილი 2017, საუკეთესო თანამშრომელი – ნანიკო არაბიძე, 22 წლის

2014 წლის მაისში, როდესაც ჯერ კიდევ სტუდენტი იყო მუშაობა ჰოლიეი ინნის გამაჯანსაღებელი ცენტრის მიმღებში დაიწყო, მას შემდეგ ნანიკო 3 ჯერ დაწინაურდა და 2017 წლის ოქტომბრიდან ჯგუფური გაყიდვების სპეციალისტია.
ყველაზე აქტიური, ენერგიული და მუდმივად მოტივირებული ნანიკო ერთ-ერთი საუკეთესო თანამშრომელია.

ნანიკო არაბიძე: „ აჭარა ჯგუფმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ და პიროვნულ წინსვლაში ამიტომ ჩემთვის ამ ჯგუფის გუნდის წევრად ყოფნა ძალიან ფასეულია.“

წყარო: https://www.facebook.com/AGHCareers/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *