შემოგვიერთდით

ბადაგონი უმაღლესი ჯილდოს – „მუდმივი ლიდერის“ წოდების მფლობელია

კომპანია „ბადაგონი“ უმაღლესი ჯილდოს – „მუდმივი ლიდერის“ წოდების მფლობელი გახდა მეღვინეობის დარგში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის და ბოლო 5 წლის მანძილზე შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ღვინის კომპანიებს შორის პირველი ადგილის დაკავებისათვის:

  • დასაქმებულთა რაოდენობა;
  • დასაქმებულთა საშუალო თვიური ანაზღაურება;
  • მართვის ეფექტიანობა;
  • ბრუნვა;
  • ეკონომიკური საქმიანობა.

ეს მნიშვნელოვანი წოდება და უმაღლესი ჯილდო კომპანია „ბადაგონს“ შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციისა და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რამოდენიმე დღის წინ გადაეცა.

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი საერთაშორისო დონეზე ოპერირებს და მასში მრავალი ქვეყანაა გაერთიანებული.

ორგანიზაციის მიერ კომპანიების სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეფასება და ლიდერის გამოვლენა ოფიციალურ ციფრებზე დაყრდნობით ხდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *