შემოგვიერთდით

ბიბლუსმა შეფასებაში მიღებული საუკეთესო შედეგების მქონე ქსელის თანამშრომლები გამოავლინა

ბიბლუსმა შეფასებაში მიღებული საუკეთესო შედეგების მქონე  ქსელის თანამშრომლები გამოავლინა.

შეფასებები ბიბლუსის  ქსელის თანამშრომლებს უტარდებათ წელიწადში 2-ჯერ, რომლის ძირითადი მიზანიც თანამშრომელთა განვითარებასა და მოტივაციაზე ზრუნვაა. შეფასებებში მიღებული შედეგების მიხედვით აქტიურად იგეგმება თანამშრომელთა შიდა როტაცია და  ტრეინინგები საჭირო მიმართულებით.

თანამშრომლები ფასდებიან   რამდენიმე ძირითადი ინდიკატორის მიხედვით:

  • ატესტაციის შედეგები (საატესტაციო კითხვარი მოიცავს პროდუქციის, მომსახურების სტანდარტების, მომხმარებლის უფლებების, პროგრამის ცოდნის შესახებ მასალიდან კითხვებს, რომელსაც  თანამშრომლები ეცნობიან  1 თვით ადრე),
  • გაყიდვების  გეგმის შესრულების საშუალო მაჩვენებილი,
  • ჩეკ-ლისტში მოცემული შედეგების ანალიზი და
  • ,,მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგები, როდესაც ფასდება ინდივიდუალურად თითოეული თანამშრომლის მომსახურების ხარისხი.

შეფასებაში მიღებული შედეგების საფუძველზე საუკეთესო შედეგების მქონე (A კატეგორია)  თანამშრომლებს გადაეცათ მადლობის სიგელები და   ფულადი პრემია.

“ბიბლუსი განსაკუთრებით ზრუნავს და მუდმივად ცდილობს თითოეულ თანამშრომელს გაცნობიერებული ჰქონდეს  ის მთავარი ღირებულებები, რასაც ბიბლუსი უკვე 10 წელია ემსახურება:  განათლება, საქმის სიყვარული და ბედნიერი მომხმარებელი.

წარმატებებს ვუსურვებ ბიბლუსის გამორჩეულ თანამშრომლებს და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ საუკეთესო შედეგებს” – სალომე გოძელანძე, ბიბლუსის ადამიანურირ ესურსების სამსახურის ხელმძღვანელი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *