შემოგვიერთდით

ბიბლუსს ადამიანური რესურსების მართვის ახალი ხელმძღვნელი ჰყავს

21 აგვიტსოდან ბიბლუსის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს სალომე გოძელანძე ხელმძღვანელობს.

სალომე პალიტრა ჯგუფში 2015 წლიდან მუშაობს და პერსონალის შერჩევის სამსახურს მართავს.

2017 წლის აგვისტოდან კი ის ამავე ჯგუფის შვილობილი კომპანიის ბიბლუსის HR სამსახურს უხელმძღვანელებს. ბიბლუსის HR სამსახურის ახალი ხელმძღვანელი მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

„ორშაბათიდან შენს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო და ამაყი ვარ რომ პალიტრა მედია ჰოლდინგის ერთ-ერთ ყველაზე თბილ, მეგობრულ და რაც მთავარია მნიშვნელოვან კომპანიას გაბარებ…
ძალიან კარგად მახსოვს როგორ მოხვედი 3 წლის წინ. გრძელი თმებით და სულ მომღიმარი სახით ჩვენს გუნდში…

ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ მაშინ შენი აყვანით არაჩვეულებრივი გუნდის წევრი და ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე… შენი ყოველი წარმატება ჩემს წარმატებად მიმაჩნია და ძალიან მიხარია.
დარწმუნებული ვარ ბიბლუსს ბევრი საინტერესო ელოდება შენთან ერთად.” – წერს სოციალლურ ქსელში ნინო ფეიქრიშვილი, პალიტრა ჯგუფის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *