შემოგვიერთდით

ბიზნესსექტორმა პროფესიული განათლების შესახებ კანონპროექტი განიხილა

კერძო კომპანიებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან, ქეთევან ნატრიაშვილთან ერთად, საქართველოს კანონში „პროფესიული განათლების შესახებ“ შესატანი ცვლილებები განიხილეს.

ერთობლივ შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნეს სექტორის მოსაზრებებს გაეცნენ, რათა პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მოთხოვნები და საჭიროებები მაქსიმალურად აისახოს.

კანონპროექტის მსგავსი ფორმით განხილვა უპრეცედენტო და მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ის მაღალი ინტერესის ობიექტია ბიზნეს სექტორის, საჯარო სტრუქტურებისა და სასწავლებლების მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ მკვეთრადაა გაზრდილი მოთხოვნა პროფესიული განათლების კვალიფიკაციის მქონე სტუდენტების მიმართ. შესაბამისად, ყველა დაინტერესებული მხარე თანხმდება, რომ შედეგზე ორიენტირებული მიდგომა მხოლოდ მჭიდრო კომუნიკაციისა და მსჯელობის გარეშე უნდა ჩამოყალიბდეს.

ახალი კანონი, რომლის მომზადება 2014 წელს დაიწყო, მიზნად ისახავს: პროფესიული განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას; ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს განათლებას შორის მოქნილი კავშირების დამყარებას; კრედიტების დაგროვებისა და ტრანსფერის სისტემის ჩამოყალიბებას; მომზადება-გადამზადების სისტემების შექმნას;

კომპანიებისა და კოლეჯების მიერ ერთობლივი პროგრამების განხორციელებისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნას და სხვა.

წყარო: www.mes.gov.ge

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *