შემოგვიერთდით

გაიცანით ,,თელავი ჯობსის” შედეგად ,,ჯიბე ქეშ&ქერიში” დასაქმებული ადამიანები

Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, 7 ივლისს, დასაქმების ფესტივალი ჩატარდა.ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი ,,ჩვენ გეძებთ შენ” საქართველოს უნივერსიტეტისფერმერთა ასოციაციის კრედო ბანკის  და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ ეტაპობრივად გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ,,თელავი ჯობსის” შედაგად დასაქმდნენ. ამ ჯერად წარმოგიდგენთ საქართველოში პირველ საბითუმო სავაჭრო ცენტრ ,,ჯიბე” ქეშ&ქერიში დასაქმებულ 3 ადამიანს.

ყურაშიძე ქეთი  29 წლის ქ. თელავი

თბილისში სუპერმაკეტში ვმუშაობდი,   როგორც კი გავიგე რომ თელავში დასაქმების ფესტივალი იგეგმებოდა სასწრაფოდ დავრეგისტრირდი.  დასაქმების დიდი იმედი არ მქონია, თუმცა ფესტივალიდან მესამე დღესვე დამირეკეს და სამსახური შემომთავაზეს.

ეხლა პირველ საბითუმო სუპერმარკეტში ,,ჯიბე ქეშ&ქერიში”  კონსულტანტად ვმუშაობ. მომწონს სამუშაო გარემო  და იმედი მაქვს ამ კომპანიაში წინსვლის. მადლობა რომ მომეცა საშუალება მეპოვა სამუშაო ჩემს ქალაქში.

ნონიაშვილი მიშა  ქ. თელავი 20 წლის  – თელავის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის  მე-4 კურსის სტუდენტი. დასაქმების ფესტივალზე გავიგე Facebook-დან. მეგობრებთან ერთად მივედი,  სააპლიკაციო ფორმა შევავსე და 2 დღეში დამიკავშირდნენ.

დღეს  უკვე ,,ჯიბე ქეშ & ქერის” თანამშრომელი ვარ. საბითუმო მაღაზიაში მუშაობა ძალიან საინტერესოა,  ვხვდები ბევრ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელს. მათთან კომუნიკაცია ძალიან მომწონს და მოტივაციას მაძლევს, რომ მომავალში მეც ჩემი ბიზნესი წამოვიწყო.

გორელიშვილი გიორგი 17 წლის ქ. თელავი

 ზაფხულში მინდოდა მუშაობის  დაწყება, რადგან   სტუდენტობისას ჩემი სწავლის საფასური  საკუთარი  შემოსავლით დავფარო.  დასაქმების ფესტივალი დამეხმარა სამსახურის მოძიებაში – ,,ჯიბე ქეშ & ქერიში” სამუშაო გრაფიკი არის მოქნილი და გადავწყვიტე სექტემბრიდანაც სწავლის პარალელურად გავაგრძელო მუშაობა. მადლობა დასაქმების ფესტივალის ორგანიზატორებს მე პირადად ძალიან დამეხმარნენ.

,,კომპანია ,,ჯიბე ქეშ&ქერის” სახელით  მადლობა დასაქმების ფესტივალის ორგანიზატორებს ჩვენი გუნდის ახალი წევრების მოძიებაში დახმარებისთვის” – ,,ჯიბე ქეშ&ქერის” ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *