შემოგვიერთდით

გაიცანით ,,თელავი ჯობსის” შედეგად ,,ქართულ კრედიტში” დასაქმებული ადამიანი

Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, 7 ივლისს, დასაქმების ფესტივალი ჩატარდა.

ჩვენ გადავწყვიტეთ ეტაპობრივად გაგაცნოთ ის ადამიანები, რომლებიც ,,თელავი ჯობსის” შედაგად დასაქმდნენ. ამ ჯერად წარმოგიდგენთ ,,ქართულ კრედიტში” დასაქმებულ ადამიანს.

თიკო ბაღათრიშვილი – 23 წლის

ვსწავლობ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსებზე. დაინტერესებული ვიყავი ახალი სამსახურის ძიებით. გამოჩნდა ძალიან კარგი შესაძლებლობა გამეზიარებინა ჩემი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენელებისთვის დასაქმების ფესტივალის საშუალებით. შევხვდი ქართული კრედიტის HR სამსახურის თანამშრომლებს და დღეს უკვე მათი გუნდის წევრი ვარ.

ყველას ვურჩევდი აუცილებლად იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა მსგავს აქტივობებში.

ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი ,,ჩვენ გეძებთ შენ” საქართველოს უნივერსიტეტისფერმერთა ასოციაციის კრედო ბანკის  და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *