შემოგვიერთდით

„გალერია თბილისში“ 800 ადამიანია დასაქმებული

“გალერია თბილისში” მთლიანობაში 97 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და მასში 800 ადამიანია დასაქმებული.

აქ სავაჭრო ცენტრის გარდა, იქნება გასართობი სივრცეები, ორი თეატრი და ულტრათანამედროვე სტანდარტებითა და აპარატურით მოწყობილი კინოთეატრი.

მშენებლობისას 2 000 ადამიანი იყო დასაქმებული. ამ სავაჭრო ცენტრში 800 ადამიანია მუდმივად დასაქმებული და სავარაუდოდ, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე „გალერია თბილისი“ იქნება ადგილი, რომელიც დაუბრუნებს თბილისის ცენტრს ქალაქის გულის სტატუსს და ახალი ენერგიით აავსებს მას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *