შემოგვიერთდით

“გალფში” მომსახურების შეფასების სისტემის მეშვეობით საუკეთესო თანამშრომლები გამოვლინდნენ

“გალფში” დაინერგა SMS სერვისი და მომსახურების შეფასების სისტემა, რომლის მეშვეობითაც კომპანია ყოველთვიურად საქართველოს მასშტაბით საუკეთესო თანამშრომლებს გამოავლენს და დაასაჩუქრებს.

“მომსახურების შეფასების სისტემის მეშვეობით სექტემბრში 5 საუკეთესო ჩამსხმელი ოპერატორი გამოვლინდა. მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი სისტემა უნიკალურია. მომხმარებლები აფასებენ მიღებულ სერვისს, ბევრი პრობლემაც ფიქსირდება, რომლის შესწავლასაც ვახდენთ და ვითვალისწინებთ მომხმარებლის აზრებს. მომხმარებლებს, რომლბიც სერვისს აფასებენ კომპანია “გალფ კლუბის” ბარათზე ქულებს ურიცხავს.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ SMS სერვისი მნიშვნელოვანია რადგან მომხმარებელმა აკონტროლოს მიღებული საწვავი. შეტყობინებაში ნახულობს რა საწვავი შეიძინა, სად შეიძინა, დრო, გადახდილი თანხა, ლიტრაჟი და დარიცხული ქულა. ეს ყველაფერი მხოლოდ გალფ კლუბის წევრებისთვისაა, ვისაც Gulf Club-ის ბარათი აქვს” – კახა კირთაძე, გალფის მარკეტინგის მენეჯერი.

ძლიერი გუნდი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად ის ყოველთვის ორიენტირებულია ძლიერი ადამიანური კაპიტალის მოზიდვაზე. გალფი წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ დამსაქმებელს საქართველოში. კომპანიაში დღეს 1300-ზე მეტი დასაქმებულია და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *