შემოგვიერთდით

გაუწიეთ რეკომენდაცია მანიკურის სპეციალისტებს

მანიკურის და პედიკურის სალონების ევროპულმა ქსელმა «TENTEN», რომელიც თბილისში აბაშიძის ქუჩაზე ძალიან მალე გაიხსნება, მანიკურის სპეციალისტების მოძიების ორიგინალურ მეთოდს მიმართა. 

მან მანიკურის სპეციალისტების სანაცნობო ქსელი და მომხმარებლები პოტენციურ რეკრუტერებად და თანამშრომლებად აქცია.

ყველას, ვისაც უყვარს ფრჩხილების მოვლა და გალამაზება და ყველა, ვინც იცნობს მანიკურის სპეციალისტებს საშუალება აქვს გაუწიოს რეკომენდაცია მის ნაცნობ მანიკურის ოსტატებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მიერ შეთავაზებული სპეციალისტი დასაქმდება ,,TENTEN”-ში, თქვენ მიიღებთ შემდეგ სარგებელს: პირველი უფასო ვიზიტი სალონში და ყოველ შემდგომ ვიზიტზე 6 თვის გამავლობაში 15%-იანი ფასდაკლება.

არ გაუშვათ შესაძლებლობა, გაუწიოთ რეკომენდაცია თქვენს ნაცნობებს, იმუშაონ საუკეთესო პირობების მქონე სალონში.

ახალი თანამშრომლების 20% ამ მარტივმა, თუმცა სასარგებლო კამპანიამ უკვე მოიზიდა.

კამპანია გრძელდება და დაინტერესებულ ადამიანებს კანდიდატების შესახებ რეკომენდაციისა და საკონტაქტო ინფორმაციის მოწერა ამ მეილზე შეგიძლიათ: recruitment@hrhub.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *