შემოგვიერთდით

გახდი HR hub Next-ის მენტორი

თუ ხართ HR მენეჯერი და ამ პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული, თუ დაგიგროვდათ ამ სფეროში დიდი გამოცდილება და გსურთ ის ახალგაზრდებს გაუზიაროთ, დაეხმაროთ HR სფეროში კარიერული გზის გაკვალვაში და განვითარებაში, მაშინ ის დროა, გახდეთ HR hub Next-ის მენტორი!

რა არის  HR hub Next ?

HR hub Next ეს არის მომავალი HR მენეჯერების ჰაბი, რომელიც განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ გახდნენ HR პროფესიონალები, თუმცა ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ აქვთ.

რა ფუნქცია-მოვალეობები აქვს HR hub Next-ის მენტორს?

თქვენ გეყოლებათ სტუდენტებისგან შემდგარი 5/10 კაციანი გუნდი, რომელსაც უშუალოდ გაუწევთ მენტორობას 3 თვის განმავლობაში. ეს გულისხმობს:

  • ერთი საერთო ვორქშოფის ჩატარებას, რომელსაც HR hub Next-ის ყველა წევრი დაესწრება;
  • თქვენს გუნდთან კომუნიკაციას თვეში 2-ჯერ (მათ შორის ონლაინ). შეხვედრების ჩანიშვნა შესაძლებელია მოხდეს თქვენივე ოფისში, რაც არ წაიღებს ძალიან დიდ დროს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები შესაძლებელია გახდნენ თქვენივე თანამშრომლები. 3 თვის შემდეგ, დავალებების შედეგად, შეარჩევთ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან სტაჟირებას ან თქვენი რეკომენდაციით დასაქმდებიან.

მაშ, ასე თუ თქვენი სურვილია, წვლილი შეიტანოთ მომავალი HR თაობის ჩამოყალიბებაში, შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა ახლავე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *