შემოგვიერთდით

გენდერული თანასწორობით გემბანზე – მამაცი ადამიანების პროფესია

გენდერული თანასწორობით გემბანზე! – ამ სათაურით საზღვაო სატრანსპორტო სააგენტომ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში  საზღვაო აკადემიის სტუდენტები საკუთარ პროფესიასა და მომავალზე საუბრობენ.  ,,ჩვენ გვინდა, რომ ხაზი გავუსვათ ამ პროფესიის მნიშვნელობას, დავაფასოთ მეზღვაურები, გავუწიოთ პოპულარაზიცია მეზღვაურის პროფესიას მოვიზიდოთ მეტი ახალგაზრდა და ჩავრთოთ ამ პროფესიაში.” – ამბობს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი. ის მეზღვაურების პროფესიას – მამაცი ადამიანების პროფესიას უწოდებს. ვიდეოში ასევე აქცენტი კეთდება აღნიშნულ პროფესიაში ქალების ჩართულობაზე.

25 ივნისს მეზღვაურთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *