შემოგვიერთდით

გორის მერმა მეეზოვე ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

კონსტანტინე თავზარაშვილმა მეეზოვე ქალბატონებს დედის დღე სამუშაოს შესრულების პროცესში პირადად მიულოცა. გორის მერმა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა, ბედნიერება და სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდა უსურვა. მანვე გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის ყველა დედას მადლობა გადაუხადა. „ეს ქალბატონები ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად, მუხლჩაუხრელად ზრუნავენ. ისინი სამუშაოს დილის 6 საათზე იწყებენ. მათი საქმიანობა ყველაზე დასაფასებელია.“ – აღნიშნა გორის მერმა. ქალაქის სისუფთავეზე 56 მეეზოვე ქალბატონი ზრუნავს. ისინი გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “კეთილმოწყობის სააგენტოს” თანამშრომლები არიან.

საქართველოში, 3 მარტი დედის დღედ ოფიციალურად 1991 წელს გამოცხადდა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *