შემოგვიერთდით

“გუდვილის ოჯახი”- თანამშრომლები რეალურ სამუშაო გარემოში

დამსაქმებლის ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა პოტენციურ კანდიდაებსა და თანამშრომლებს შორის მნიშვნელოვანია.

დამსაქმებლის ბრენდის მართვა უკავშირდება თანამშრომლობის რეალურ გამოცდილებას. ეს არის ორგანიზაციის, როგორც საუკეთესო სამუშაო ადგილის რეპუტაციის შექმნა, ტალანტების მოსაზიდად და შესანარჩუნებლად.

““კომპანიის ბრენდინგი” პოპულარული თემაა უახლესი პერიოდის HR მენეჯმენტში. დაახლოებით 2012 წლიდან, დამსაქმებლის ბრენდინგი ადამიანების მართვის სტრატეგიაა ბევრ დასავლურ კორპორაციაში. დამქირავებლის ბრენდინგის აქტივობები განვითარდა და “საინტერესო რამეები” ხდება სხვადასხვა საერთაშორისო თუ ქართულ კომპანიებში.”- მედეა ტაბატაძე

ჰიპერმარკეტ “გუდვილს” თანამშრომლებთან და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საინტერესო მიდგომა აქვს. ეს არის პოზიტიური კამპანია სოციალური ქსელის მეშვეოით, სადაც გვაცნობენ სხვადასხვა პოზიციებს და მეგობრულ პოსტებს აქვეყნებენ თანამშრომლების ფოტოებითა და ჰეშთეგით “გუდვილის ოჯახი”:

“ალექსანდრემ უამრავი რამ აღმოაჩინა და ისწავლა საქართველოსა და ღვინის კულტურის შესახებ, მას შემდეგ, რაც ღვინის განყოფილებაში გადავიდა. ის ყოველთვის მზადაა ამ ცოდნის თქვენთან გასაზიარებლად.”

“ალეკოს და ლევანს ერთნაირად უყვართ ფეხბურთი, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეს, ერთად ეთამაშათ. სამაგიეროდ, ერთ გუნდად შეკრულები ემსახურებიან ხორცის განყოფილების სტუმრებს.”

“ელენეს ისევე უყვარს თავისი საქმე, როგორც თქვენ – გუდვილის სავსე დახლები ? სწორედ ის ზრუნავს დარბაზის მუდმივ შევსებასა და თქვენს ბედნიერებაზე! ?”

? ანი და თაკო ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი განყოფილების – მზა კვების კონსულტანტები არიან ??? მათ სასიამოვნო ღიმილს თან ყოველთვის ახლავს თავდაჯერებულობა, რადგან პროდუქცია, რომელსაც ყიდიან, სერთიფიცირებულია სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის – ISO 22000 – სტანდარტის მიხედვით! ?”

“თუ ჩვენს ყველაზე ტკბილ და გემრიელ სექციას, პურ-ფუნთუშეულს მიაკითხავთ, დაგხვდებათ სალომე, რომელიც მთელი გულით გირჩევთ საუკეთესოს! მან ყველაზე უკეთ იცის, რა არის ბედნიერება ტკბილეულის მოყვარულთათვის!”

“თუ ჩვენს ერთ-ერთ დიდებულ, ძეხვეულისა და ყველის განყოფილებას ესტუმრებით, დიდებული ტრიო – ციცი, ელისო და სუსანა დაგეხმარებათ დიდებული არჩევანის გაკეთებაში! “

წყარო: https://www.facebook.com/GOODWILLHYPERMARKET/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *