შემოგვიერთდით

დავით სერგეენკო – “შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის მიზანია როგორც ბიზნესის, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა”

ინდუსტრიების ჩამონათვალი, რომელზეც “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონით განსაზღვრული რეგულაციები გავრცელდება, სრულად 2019 წლიდან ამოქმედდება, ხოლო 2018 წელი იქნება გარდამავალი პერიოდი და შესაბამისად გამოიკვეთება მაღალი რისკის ინდუსტრიები. 

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, კანონპროექტის პარლამენტში შესვლამდე მისი განხილვა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან არაერთხელ მოხდა და მისი მიზანია როგორც ბიზნესის, ასევე დასაქმებულთა უფლებების დაცვა.

„კანონპროექტი ვიდრე პარლამენტში შევიდოდა, განვიხილეთ კერძო ბიზნესთან. ჩვენ ვეცადეთ ისეთი ფორმა გვენახა, რომელიც დაიცავდა დასაქმებულთა სიცოცხლის უფლებას და რომელიც ნაკლებ დამაზიანებელი იქნებოდა კერძო სექტორისთვის.“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“  საქართველოს მთავრობის მიერ იქნა ინიცირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *