შემოგვიერთდით

დიტო რაზმაძეს, რომელმაც დედა და მამა აგვისტოს ომში დაკარგა Georgian Airways ოცნებას აუხდენს

დღეს ინტერნეტში გვრცელდა  ვიდეო, რომელშიც 17 წლის დიტო რაზმაძე ყვება მის ტრაგიკულ ისტორიასთან დაკავშირებით, მან დედა და მამა დაკარგა აგვისტოს ომში, თავად კი სასწაულით გადარჩა. 

ვიდეოში დიტომ თქვა რომ მისი ერთადერთი ინტერესი არის საავიაციო სფერო. დიტო დღეს აბიტურიენტია და საავიაციო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. ეს ვიდეო Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა ნახა.

მისი გადაწყვეტილებით, დიტო სურვილის შემთხვევაში Georgian Airways-ში გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას, ხოლო შემდგომში დასაქმდება იმ მიმართულებით, რომელიც მის კვალიფიკაციას და სურვილს შეესაბამება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *