შემოგვიერთდით

დღეს ვებინარი “ქოუჩინგი დაინტერესებული პროფესიონალებისათვის” გაიმართა

დღეს, ფინანსური ჩართულობის კომპანია „კრისტალის“  ადამიანური რესურსების და ორგანიზაციული განვითარების უფროსმა ოფიცერმა  სერგო ნოზაძემ მიკროფინანსების ცენტრის (MFC)  ორგანიზებით გამართულ  ვებინარის მინაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

ვებინარის თემა –  “ქოუჩინგი დაინტერესებული პროფესიონალებისათვის“ იყო.

სერგო ნოზაძე  მონაწილეებს ქოუჩინგთან მიმართებაში პერსონალური გამოცდილებაზე ესაუბრა და გააცნო ქოუჩინგის ინსტრუმენტების გამოყენებით,  როგორ ხდება კომპანია „კრისტალის“ ორგანიზაციული და მართის სისტემების გაძლიერება. ამას გარდა, ის  მონაწილეებს  ამ მიმართულებით სამომავლო ხედვებზეც  ესაუბრა.

ვებინარის  მონაწილეებს კითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდა, რომელსაც სპიკერი ამომწურავად პასუხობდა.

მსგავსი ვებინარები საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრის ორგანიზებით (MFC) სისტემატურად იმართება. კომპანია „კრისტალი“ ამ ორგანიზაციის წევრია და მასთან თანამშრომლობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.

მიკორფინანსების ცენტრი ზრუნავს საკუთარი წევრი ორგანიზაციების გაძლიერებაზე და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე.  სწორედ ამ მიზნით იმართება ვებინარები, სადაც წევრი ორგანიზაციების ტოპ მენეჯერები  საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას სხვა ორგანიზაციების წარმომადეგნლებს უზიარებენ.

მიკროფინანსების ცენტრი (MFC) რეგიონალური მიკროფინანსების რესურს ცენტრს და ქსელს წარმოადგენს, აერთიანებს ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან 110 ორგანიზაციას. მათ შორის  77 მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებლიანი მიკროფინანსების სერვისებით აძლიერებენ დაბალ შემოსავლიან მოსახლეობას საკუთარ ქვეყნებში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *