შემოგვიერთდით

დღეს ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის trainers.ge – ის პრეზენტაცია გაიმართა

დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია თბილისში, ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის trainers.ge – ის პრეზენტაცია გაიმართა.

პორტალი განკუთვნილია თბილისში ზრდასრულთა განათლებით  დაინტერესებული პირებისთვის: ტრენერებისთვის, ტრენინგ-სერვისების მიმწოდებლებისა და ტრენინგის დაკვეთის მსურველებისთვის.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოძებნონ სასურველი დარგის ტრენერი თბილისში ტრენინგების ჩასატარებლად. პორტალზე დარეგისტრირება უფასოა. პორტალზე განთავსდება ტრენერების დამხმარე მასალებიც.

პორტალი შექმნილია პროექტის “თბილისში ახალგაზრდა ტრენერების მომზადება და ზრდასრულთა განათლების ტრენერების პორტალის ამოქმედება” ფარგლებში.

პროექტი დააფინანსა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა. მხარდამჭერი DVV International საქართველო.

პროექტი განახორციელა ორგანიზაციამ ააიპ “სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია”. პარტნიორი სიაიესვი-საქართველო.

საპილოტე პროექტი მიზნად ისახავდა ტრენინგ-სერვისების მომხმარებელთა და მიმწოდებელთა გარემოს გაუმჯობესებას თბილისში.

პროექტის კონკრეტული მიზანი იყო – ზრდასრულთა განათლების ტრენერთა პორტალის მეშვეობით ქართველი დამწყები ტრენერების, როგორც სპეციალისტების განვითარებისა და თვითდასაქმების ხელშემწყობი გარემოს შექმნა სერტიფიცირებული ტრენერების შესახებ ინფორმაცის ორგანიზებული გავრცელებით.

პროექტის განმავლობაში 60-მა დამწყებმა და ნაკლებად გამოცდილმა ტრენერმა გაიარა 2-ეტაპიანი ტრენინგი ტრენერებისთვის სიქას ტრენერებთან თეა ლობჟანიძესათან და პავლე თვალიაშვილთან;
გადამზადებულმა ტრენენერებმა ჩაატარეს ტრენინგი იმ თემაზე, რაშიც ისინი პროფესიონალები არიან.

პორტალზე დარეგისტრირდებიან თბილისში მოქმედი ტრენერები.პორტალზე რეგისტრაციისთვის ტრენერი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ პირობებს:

  1. გააჩნია საბუთი (ცნობა, სერტიფიკატი) რომგავლილი აქვსტრენერის მოსამზადებელი ტრენინგი ზრდასრულთა სწავლების საკითხების შესაბამისად (ტვირთავს შესაბამის PDF ფაილს რეგისტრაციისას);
  2. შეუძლია იმუშაოს თბილისში რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის (კერძო პირები და ორგანიზაციები);

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *