შემოგვიერთდით

დღეს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება

12 ივსნისი მეხანძრე-მაშველის დღეა. პროფესიული დღესასწაული საქართველოში 2016 წლიდან აღინიშნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური Facebook-ის გვერდზე ვიდეოებს აქვეყნებს. პირველ ვიდეოში მეხანძრე-მაშველი ლევან ტუხაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ ამბავს ჰყვება.

მეორე ვიდეო რგოლი ეხება 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპულ მეხანძრე-მაშველ ზურაბ მუზაშვილს. პროფესიით ასევე მეხანძრე-მაშველი ლევან კალაძე 13 ივნისის ღამეს იხსენებს და თანამშრომლის გმირობის შესახებ საუბრობს.

ზურაბ მუზაშვილმა 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ღამეს, საკუთარი სიცოცხლის ფასად, 7 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.

#ჩემიპროფესიაშენიგადარჩენაა #მეხანძრემაშველიგმირია

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *