შემოგვიერთდით

,,ემოციური ინტელექტის” ტრენინგი სპეციალურად HR მენეჯერებისთვის

HR hub გთავაზობთ ერთ დღიან ,,ემოციური ინტელექტის” ტრენინგს, რომელიც განკუთვნილია HR მენეჯერებისთვის. ტრენინგს ჩაატარებს ფსიქოლოგი,  ერიქსონის საერთაშორისო  უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ფასილიტატორი, ემოციური ინტელექტის სერტიფიცირებული პრაქტიკოსი SIX Second-ის მოდელით – თამარ ჩიჩუა.

ტრენერის შესახებ:

თამარი 20 წელია მუშაობს ბიზნესის სფეროში. აქედან 13 წელი ტოპ-მენეჯერის პოზიციაზე. 2014 წელს მან კვლევითი საკონსულტაციო კომპანია “ეისითისთან” ერთად დააფუძნა კომპანია “ეისითი ყაზახეთი”. როგორც კომპანიის პარტნიორი და თვისებრივი კვლევების ექსპერტი, ის დღემდე ჩართულია კვლევებში, როგორც კონსულტანტი.

2015 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საქართველოში პირველი ქოუჩინგ-კომპანია GROWIN, რომელიც გახდა Erickson International-ის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. დღეს ის კომპანია გროუინის გენერალური დირექტორია. ასევე არის საქართველოს ქოუჩინგის ასოციაციის თანა-დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

ტრენინგის ჩატარდების დრო: 29 ნოემბერს 10:00სთ-დან 18:00სთ-მდე.

ღირებულება: 350 ლარი

ჩატარების ადგილი: სასტუმრო King Gorgasali (მის. ვახტანგ გორგასლის ქ. N3)

ტრენინგზე რეგისტრაციისთვის 20 ნოემბრამდე მოგვწერეთ: info@hrhub.ge

ადგილები შეზღუდულია, დამსწრეთა რაოდენობა: 18

ტრენინგის ღირებულება მოიცავს: 2 ყავის შესვენებასა და სადილს.

ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

პროგრამის შინაარსი:

  • ემოციური ინტელექტის ისტორია, მნიშვნელოვნება და როლი წარმატებაში
  • ემოციების ანატომია – მისიწარმომავლობა, ფუნქცია და მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში
  • ემოციური განათლების ამაღლება – ემოციები იდენტიფიცირება,ინტენსიობის განსაზღვრა
  • TFA მოდელი – ემოცია, ფიქრი, ქცევა – საკუთარი შაბლონების აღმოჩენა
  • შედეგობრივი აზროვნების გავარჯიშება- შაბლონების ანალიზი,საფასურის და სარგებლის შეფასება
  • ემოციების ნავიგაცია – ემოციების გამოყენება და ტრანსფორმირება რესურსად
  • სტრესის ციკლის 3 ფაზა და მისიმართვის კოგნიტურ-ბიჰევიორისტული სტრატეგიები
  • შინაგანი მოტივაციის ამაღლება – ენერგის მოპოვება პირადი ღირებულებებიდან და არა გარე ჯილდოებიდან
  • ოპტიმიზმის გავარჯიშების სტრატეგიები – შესაძლებლობების პროატიული პერსპექტივიდან ხედვა
  • ემპათიის ამაღლება – სხვისი ემოციების ამოცნობა, მიმღებლობის გაზრდა და ემპათიური რეაგირება
  • საკუთარი მისიის და ხედვების შემუშავება,მათი დაკავშირება ყოველდღიურ სამსახურეობრივ გადაწყვეტილებებთან

პროგრამა შედგენილია ემოციურიი ნტელექტის SixSecond მოდელის მიხედვით, საავტორო უფლებების დაცვით.

პროგრამის შედეგები

რა იცვლება მენეჯერის საქმიანობაშიემოციური ინტელექტის პროგრამის შემდეგ:

  • მისი თვითცნობიერება – უკეთესად ერკვევა ემოციებში, ფიქრებში და ქცევებში.

შედეგად, უფრო სწრაფ და გააზრებულ გადაწყვეტილებებსღებულობს

  • მისი გამძლეობა სტრესული გარემოს მიმართ – ფლობს ემოციების მართვის

კოგნიტურ-ბიჰევიორისტულ სტრატეგიებს სტრესის ციკლის სამივე ფაზაში

  • მისი შინაგანი მოტივაცია – ნაკლებად არის დამოკიდებული გარეგან ჯილდოზე.

ამის შედეგად უფრო მეტად პროდუქტიულია და მეტი მონდომებით მუშაობს

  • მისი ემოციური სიმტკიცე – ფლობს ოპტიმიზმის ასამაღლებელ სტრატეგიებს ბარიერების და სირთულეების დროს
  • მისი ემპათია – იმატებს მისი მიმღებლობა განსხვავებულითანამშრომლების მიმართ, იცის როგორ გამოხატოს თანაგრძნობა და გააუმჯობესოსნდობა
  • მისი პირადი მისია – უკავშირდება პირად მისიას და გლობალურ ხედვას, რაც ეხმარება პრიორიტეტებზე ფოკუსირებაში

და საკუთარი ძალების და პოტენციალის სრულ წვდომაში

ემოციური ინელექტის შესახებ

მეცნიერებმა უკვემრავალჯერადად დაადასტურეს, რომ ემოციური ინტელექტი, როგორც პროფესიონალური, ასევე პირადი წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. მაღალი ემოციური ინტელექტი ეხმარება ადამიანებს მოახდინონ ემოციების და აზრების სინქრონიზაცია, მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები, იყვნენ და იგრძნონ თავი უფრო ენერგიულად, შექმნან უფრო ძლიერი ურთიერთობები. მაღალი ემოციონალური ინტელექტის მქონე მენეჯერებს აქვთ თვით-მართვის უნარი, მიზანმიმართულობა, მარტივად ეგუებიანცვლილებებს, უკეთესად მუშაობენ გუნდშიდა უფრო მოქნილები არიან სტრესის პირობებში. ემოციური ინტელექტის კორპორატიული ტრენინგები დღეს მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. კომპანიის ლიდერები აცნობიერებენ, რომ თანამშრომლის მაღალი პერფორმანსისთვის ემოციური ინტელექტის კომპეტენციები არანაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე მისი განათლება, ცოდნა და გამოცდილება.

გელოდებით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *