შემოგვიერთდით

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულმა დიპლომის მიღების შემდეგ, საკუთარ რჩეულს ხელი სთხოვა

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში,  ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ კურსდამთავრებულს, რომელმაც სამშობლოსათვის სამსახური გადაწყვიტა, მათ მშობლებს. ლევან იზორიამ კურსდამთავრებულებს, ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა. სიტყვით მიმართვისას, მან, ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელების, პროფესორ-მასწავლებლების იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე ისაუბრა.

ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულ შალვა ხუნძაყიშვილი აკადემიის დამთავრების დღე ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა. მან ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ, საკუთარ რჩეულს სტუმრების თანდასწრებით ხელი სთხოვა.

წყარო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *