შემოგვიერთდით

ვაკის პარკში 25 ივნისს ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი job fest გაიმართება

25 ივნისს ვაკის პარკში 13:00-17:00 საათზე ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი job fest” გაიმართება.

ახალგაზრდების რეგისტრაცია 14 ივნისს დაიწყო.

მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ შემდეგ ვებ-გვერდზე www.jobfest.ge. ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-29 წლის მოქალაქეებს, რომლებიც უმაღლესი ან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და კურსდამთავრებულები არიან. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 700-ზე მეტი ვაკანსია, მათ შორის სტაჟირების პროგრამები.

Job fest-ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება www.studentjob.ge-დან შეუძლიათ. დარეგისტრირებულმა ახალგაზრდებმა ფესტივალზე JOB fest-ის  ბარათი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პირადი რეზიუმე (cv) უნდა წარმოადგინონ.

ფესტივალის მიზანია დამსაქმებლებისა და ახალგაზრდებს დაკავშირება. დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა.

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და HR hub-ის ორგანიზებით იმართება.

ფესტივალის თანაორგანიზატორები არიან: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი და პროექტი – „ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერა საქართველოში“ (YES Georgia).

მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პალიტრა მედია ჰოლდინგი.

ახალგაზრდობის დასაქმების საკითხი შეუძლებელია გადაიჭრას მხოლოდ ერთი სექტორის ძალისხმევით. აუცილებელია საკოორდინაციო მექანიზმების ჩამოყალიბება სამინისტროების, ახალგაზრდული ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით. ეს პროექტი ამ უწყებების ერთი მიზნისთვის კოორდინაციის კარგი მაგალითია. მიზანი კი დამსაქმებლებისა და ახალგაზრდების დაკავშირება და მათთვის სტაჟირებისა და დასამქების ხელშეწყობაა.

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest არის საპილოტე პროექტი და ვიმედოვნებთ მომავალ წელს უფრო დიდი მასშტაბებით ჩატარდება და ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *