შემოგვიერთდით

ვენის სადაზღვევო ჯგუფი წლის საუკეთესო რეკრუტერი გახდა

ავსტრიის, ცენტრალურ და აღმოსავლეთი ევროპის წამყვანმა სადაზღვევო ჯგუფმა წელს რეკრუტინგის მიხედვით პირველი ადგილი მოიპოვა სადაზღვევო სექტორში მოქმედ კომპანიებს შორის, ხოლო ჯამური რეიტინგის მიხედვით 412 ავსტრიულ კომპანიას შორის 24-ე პოზიციაზეა.

ვენის სადაზღვევო ჯგუფმა ბოლო წლების მანძილზე ზედიზედ 3-ჯერ მოიპოვა მეორე ადგილი, ხოლო წელს პირველ ადგილზე გადაინაცვლა, რაც კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით მისი გუნდის თავდადებული ღვაწლის შედეგია. კომპანია რეპუტაციისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად მიიჩნევს პროფესიონალიზმის იმიჯის წარმოჩენასა და აპლიკანტების მიმართ პატივისცემის გამოვლენას.
ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრი ყველა კომპანია, რომელთა რაოდენობა 25 ქვეყანაში 50-ს აღწევს, იღწვის, რომ მოიზიდოს ისეთი თანამშრომლები, რომელთა საქმისადმი მიდგომა და მეთოდოლოგია კომპანიაში არსებულ კორპორატიულ კულტურას მიესადაგება. კადრების ინდივიდუალური უნარჩვევების განსაზღვრა და განვითარება ვენის სადაზღვევო ჯგუფის ადამიანური რესურსებისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო გარკვეული ფარგლების მასშტაბით მრავალფეროვნების ხელშეწყობა თანამშრომლებს განვითარების საშუალებას სთავაზობს. ვენის სადაზღვევო ჯგუფმა კარგად იცის, რომ კომპანიის წარმატება სწორედ მის 25,000-მდე თანამშრომელზეა დაფუძნებული.

აქვე აღსანიშნავია, რომ საუკეთესო რეკრუტერის გამოსავლენი კვლევა გერმანულად მოსაუბრე რეგიონში წამყვან კვლევად ითვლება. აღნიშნული კვლევა უკვე რვა წელია ავლენს ავსტრიაში კომპანიების დასაქმების ხარისხს. კვლევის დროს შესწავლილ იქნა კომპანიებში პერსონალის შერჩევის ისეთი ეტაპები, როგორიცაა ონლაინ რეკრუტინგი, ვაკანსიების ონლაინ რეკლამები, აპლიკანტების მიმართ დამოკიდებულება და უკუკავშირის პრაქტიკა. კვლევის შედეგად ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სერთიფიკატებით ჯილდოვდებიან ამ საკითხებში განსაკუთრებულად მაღალი პროფესიონალიზმის დონით გამორჩეული კომპანიები.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *