შემოგვიერთდით

ვის შეუძლია გახდეს სტარბაქსის რეგიონული მენეჯერი საქართველოში?

ქართველი მომხმარებლების სასიხარულოდ, სტარბაქსი საქართველოს ბაზარზე შემოდის.

კომპანია ,,Shaya Turkeyთურქეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, სტარბაქსის ოპერირებას საქართველოში მოახდენს. კომპანიას გამოცხადებული აქვს რეგიონული მენეჯერის ვაკანსია საქართველოში. აღნიშნულ პოზიციაზე მოთხოვნები საკმაოდ მაღალია:

  • 7+ წელი – გამოცდილება საცალო ვაჭრობის მიმართულებით,  2 ან მეტი მაღაზიის  მართვის, დეპარტამენტის ან განყოფილების, ინვენტარის, ოპერაციების და კლიენტების მომსახურების განხრით;
  • 3+ წელი – 6 ან 6-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი გუნდის მართვის გამოცდილება, რომელიც მოიცავს ტრენინგებს, ქოუჩინგს, ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარ-ჩვევებით;
  • მრავალეროვნულ გარემოში მუშაობის გამოცდილება, საცალო და რესტორნის ინდუსტრიის ოპერაციების ცოდნა და ფინანსური ანგარიშგება;
  • ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა, გამართული თურქულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ძლიერი ორგანიზაციული, ინტერპერსონალური და პრობლემის გადაჭრის უნარი.

კომპანია გაძლევთ ინდივიდუალური ზრდის შესაძლებლობას, გპირდებათ ხანგრძლივ ურთიერთობებს და გთავაზობთ გავლენა მოახდინოთ ადგილზე, სადაც ადამიანები, ხარისხი და ღირებულება ყველაფერს ნიშნავს.

საქართველოში დიდი ხანია „სტარბაქსის“ შემოყვანაზე იყო საუბარი, თუმცა დღემდე ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა. ,,სტარბაქსი” გახლავთ ამერიკული ყავის კომპანია, მსოფლიოში ყველაზე დიდი ყავის სახლების ქსელით, რომელსაც 70 ქვეყანაში 24000-ზე მეტი მაღაზია აქვს გახსნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *