შემოგვიერთდით

,,ზუგდიდი ჯობსზე” კომპანიებისა და კანდიდატების რეგისტრაცია დაიწყო

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ინიციატივით და ორგანიზებით რეგიონული დასაქმების ფესტივალი „ჩვენ გეძებთ შენ“ გრძელდება. პროექტი ხორციელდება საქართველოს უნივერსიტეტის და კრედო ბანკის მხარდაჭერით. კახეთის შემდეგ, აღნიშნული ღონისძიება სამეგრელოში  ჩატარდება.

ზუგდიდი ჯობს/Zugdidi Jobs – 30 ივლისს, 19:00სთ-ზე, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია /City Hall of Zugdidi Municipality-ის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამსახურის მაძიებლების შეხვედრას არაფორმალურ გარემოში.

კომპანიები, რომლებსაც სურთ მონაწილეობა მიიღონ ,,ზუგდიდი ჯობსში” უნდა დარეგისტრირდნენ: https://goo.gl/LohFAu

ფესტივალის ფარგლებში გარდა იმისა, რომ კომპანიები წარმოადგენენ ვაკანსიებს/სტაჟირებებს, აგრეთვე, მოეწყობა წარმატების კუთხე, რომლის წარმდგენია ჟურნალი Entrepreneur Georgia. საქართველოს უნივერსიტეტს, რომლის კურსდამთავრებულთა 93% დასაქმებულია, წარმატების კუთხეში ეყოლება სპიკერი, რომელიც ისაუბრებს კარიერასა და პიროვნულ ზრდაზე. აქვე მოისმენთ სხვადასხვა წარმატებული ადამიანების გამოსვლებს მოტივაციაზე, წარმატებასა და სხვა მნიშვნელოვან თემებზე. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება კითხვები დაუსვას მისთვის საინტერესო სპიკერს და მიიღოს რჩევები.

,,ზუგდიდი ჯობსის” ფარგლებში გაიმართება ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიება გაგრძელდება 22:00სთ-მდე და დასრულდება კონცერტით.

დასაქმების ფესტივალში მონაწილეობის მიღება, დასაქმების მსურველ ნებისმიერ ახალგაზრდას შეუძლია. ამისთვის დარეგისტრირდით: https://goo.gl/D1cLa7 ყველა, ვინც გადაწყვეტს ,,ზუგდიდი ჯობსზე” დასწრებას, თან უნდა იქონიოს რამდენიმე რეზიუმე.

პროექტის მედია მხარდამჭერები არიან: ჟურნალი Entrepreneur Georgiaრადიო იმედი და www.hrhub.ge.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *