შემოგვიერთდით

ზუგდიდში დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ გაიმართა

Studentjob.ge -ისა და HR hub-ის ორგანიზებით, ზუგდიდის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის მერაბ ქვარაიას ბიუროს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში დასაქმების ფესტივალი ,,ზუგდიდი ჯობს“ ჩატარდა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის, USAID-ის პროექტის ,,ზრდისა” და World Vision-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

არაფორმალურ გარემოში, 20-მდე კომპანიამ 100-მდე ვაკანსია წარმოადგინა. ადგილზე მოსული ადამიანები ესაუბრებოდნენ დამსაქმებელს და რეზიუმეს ტოვებდნენ.
,,ზუგდიდი ჯობსის” ფარგლებში მოეწყო წარმატების კუთხე. აქ ისაუბრეს, ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის წარმომადგენლებმა და წარმატებულმა სტარტაპერმა.  საუბარი იყო ისეთ თემებზე, როგორიცაა დასაქმების პროგრამები, კარიერა, მოტივაცია, სტარტაპი და სხვა.

დასაქმების ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობდა ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა.

ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ” სექტემბერში გაგრძელდება.

მედია მხარდამჭერები: ჟურნალი Entrepreneur Georgia, რადიო იმედი და www.hrhub.ge.

ფესტივალის ფოტო მასალა: https://bit.ly/2K3g7aU

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *