შემოგვიერთდით

თბილისელების პირველი სამსახური – როგორია ACT -ის კვლევის შედეგები?

“ეისითი” დაინტერესდა, თბილისის მაცხოვრებლებს შორის საშუალოდ რა ასაკში ხდება დასაქმება  და რამდენს შეადგენდა მათი პირველი ანაზღაურება.

კვლევის მონაცემები გვიჩვენებს, რომ თბილისის მაცხოვრებლები მუშაობას საშუალოდ 20 წლიდან იწყებენ. საინტერესოა, რომ 45-54 ასაკობრივი ჯგუფის თბილისელებმა საშუალოდ 22 წლიდან დაიწყეს მუშაობა, მაშინ, როდესაც დღესდღეობით სამსახურის დაწყების ასაკი შემცირებულია – 18-24 ასაკობრივ კატეგორიაში დასაქმების ასაკი საშუალოდ 18 წლიდან იწყება.

კვლევის შედეგად ასევე აღმოჩნდა, რომ თბილისელების პირველი საშუალო ხელფასი 301₾-ია. დღესდღეობით მსოფლიოში არსებული ანაზღაურების გენდერული დისბალანსის პრობლემა საქართველოში პირველი სამსახურის ანაზღაურებაშიც იჩენს თავს – ეისითის კვლევის მიხედვით, მამაკაცების საშუალო პირველი ხელფასი, ქალების საშუალო ხელფასს 83 ₾-ით აღემატება (კაცები-343₾; ქალები-260₾).

*კვლევა ჩატარდა თბილისის მაშტაბით, შემთხვევითი შერჩევის გზით 403 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2018 წლის 12 თებერვლიდან 14 თებერვლის პერიოდში. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ 3.0%-6.5%-იან შუალედში მერყეობს. გამოყენებული მეთოდი – პირისპირ ინტერვიუ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *