შემოგვიერთდით

„თეგეტა აკადემიის“ ახალი სასწავლო ცენტრი გაიხსნა

”თეგეტა მოტორსმა” ქართულ ბაზარზე ავტომომსახურების გაუმჯობესების მიზნით თეგეტას აკადემიის ახალი ცენტრი გახსნა.

„თეგეტა აკადემიის“ პროფესიული სასწავლო ცენტრის ახალი ფილიალი პროფესიული განათლების პოპულარიზაციას მოახდენს, ავტომომსახურების სფეროში მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მომზადებს და მათ შემდგომ დასაქმებასაც უზრუნველყოფს.

სასწავლო ცენტრ „თეგეტა აკადემიის“ გახსნის ცერემონია ცენტრალურ ფილიალში გაიმართა და საქართველოს განათლების სამინისტროსთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ცერემონიას „თეგეტა მოტორსის“ მენეჯმენტთან ერთად საქართველოს განათლების მინისტრი ბ-ნ ალექსანდრე ჯეჯელავა და სხვა მნიშვნელოვანი სტუმრები დაესწრო. „თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა, აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას. სასწავლო ცენტრის, მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება. სასწავლო ცენტრის, “თეგეტა აკადემიის“ ფარგლებში 200-მდე პირმა გაიარა გადამზადება და აქედან 114 პირი დასაქმდა „თეგეტა მოტორსის“ სხვადასხვა ფილიალებში. აკადემიის სასწავლო კურსს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტრენერები, მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *