შემოგვიერთდით

თელავში დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს“ ჩატარდა

Studentjob.ge –ისა და HR hub-ის ორგანიზებით, თელავში, თეატრის წინ, დასაქმების ფესტივალი ,,თელავი ჯობს“ ჩატარდა. ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული პროექტი საქართველოს უნივერსიტეტის, კრედო ბანკის, ფერმერთა ასოციაციისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამსახურის მაძიებლებისა და დამსაქმებლების დაკავშირებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას.

არაფორმალურ გარემოში, 20-ზე მეტმა კომპანიამ სხვადასხვა ვაკანსია წარმოადგინა. ადგილზე მოსულ ადამიანები ესაუბრებოდნენ დამსაქმებელს და რეზიუმეს უტოვებდნენ.

,,თელავი ჯობსის” ფარგლებში მოეწყო ადგილობრივი სტარტაპების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიება დასრულდა ბენდის ,,მუსიკის ქალაქი” კონცერტით.

ახალგაზრდების დასაქმების რეგიონული ფესტივალი ,,ჩვენ გეძებთ შენ” გაგრძელდება და შემდეგი ღონისძიება 28 ივლისს ზუგდიდში ჩატარდება.

მედია მხარდამჭერები: რადიო იმედი, ჟურნალი  Entrepreneur Georgia და www.hrhub.ge.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *