შემოგვიერთდით

თიბისი ბანკს ახალი სათაო ოფისი ექნება- შატილის 21-ე საუკუნის ტრანსფორმაცია

თიბისი ბანკს ახალი სათაო ოფისი ექნება.  36 000 კვადრატულ მეტრზე გაშენებული კომპლექსი შატილისა და ამავდროულად მომავლის ოფისის კონცეფციაზე იქნება აგებული და აქ 1800 თიბისელი იმუშავებს.

“ძალიან სწრაფად გავიზარდეთ. 2 წლის წინ ჩვენ გადავწყვიტთ, რომ ქალაქაში გავფართოებულიყავით სათაო ოფისის მიართულებით და მოვიწვიეთ მსოფლიოში წამყვანი 10 სტუდია, რომლებთანაც ჩავატარეთ საერთაშორისო კონკურსი. ძალიან ცნობილი არქიტექტორები მონაწილობდნენ. კონკურსში გაიმარჯვა UN სტუდიომ ჰოლნდიიდან. სწორედ ის ანსამბლი, რომელიც მათ შექმნეს არის 9 კოშკი, არის შატილის პრინციპზე დაფუძნებული. თითოეული კოშკის ბანი არის მეორე შენობის გამოსასვლელი და არის საკმაოდ დიდი სივრცე. ეს არ არის მხოლოდ სათაო ოფისი. აქ იქნება ყველა საჭირო სივრცე იმისავის, რომ ქალაქმა გამოიყენოს, სხვა ბიზნესებმა გამოიყენონ. ლაპარაკია დიდ საკონფერენციო დარბაზებზე, სალონებზე, იაპონურ რესტორანზე, უზარმაზარ ინფრასტრუქტურაზე, სადაც ნებისმიერი ბიზნესი ნახავს თავის ადგილს.

დიდი სურვილია, რომ ამ ჩვენს საბანკო კომპლექსის გარშემო სხვა ბიზნესემენები თავისი ოფისებით შემოგვიერთდნენ. გაჩნდა იდეა ამას დავარქვათ თბილისის ბიზნეს ცენტრი და დაახლოებით 20 ჰექტარზე, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთოთ აბსოლიტურად ახალი კომპლექსი. ამისათვის ჩვენ მოვიწვიეთ ესპანელი დეველოპერები, რომლებმაც ბევრ ქვყანაში განახორციელეს საინტერესო პროექტი. მადრიდის გვერძე ააშენეს საბანკო ქალაქი და სწორედ ის კომპანია არის ამ პროექტოს ხელმძღვანელი და მენეჯერი.

2018 წლის აპრილში ვიწყებთ ამ პროექტის მშენებლობას და დაახლოებით 2 წელიწადში დავამთავრებთ.” – მამუკა ხაზარაძე.

“ეს იქნება ახალი თანამედროვე ოფისი. ბაზისად აღებულია შატილის კომპლექსი. კარგად ცნობილი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. შეისწვლეს ბრენდ ბუქი მთლიანად, როგორც არტეფაქტის ნაწილი ისე მთლიანად მთელი კორპორატიული კულტურა. ყველა ელემენტი შესწავლილია. მაგალითდ გადაწყვეტილებების მიღების ფორმატი როგორ ხდება თიბისი-ში. ქვედა და ზედა დონეებზე, როგორი სოციაური ურთიერთობები ყალიბდება.  ” – პაატა ღაძაძე.

“რას ნიშნავს თიბისი, რა არის მათი ბრენდი, რას სთავაზობენ თანამშრომლებს და რა სურთ რომ მათი ბრენდი ნიშნავდეს მომხმარებლებისთვის. ჩვენ გამოვიკვლიეთ სხვადასხვა ადგილი თბილისში და შევაფასეთ მათი მიმართება თიბისის ახლებურ ხედვასთან. შევქმენით დიზაინი, რომელიც ხალხის ბიზნებისა და ტექნოლოგიების გარშემო ბრუნავს. ვიფიქრეთ თუ როგორ შეიძლებოდა შეგვეთავაზებინა ახალი და მდგრადი მომავალი ისეთი ფინანსური დაწესებულებისთვის, რომელიც გამოძახილი იქნებოდა ადგილობრივი გარემოებების.

დიზაინის შექმნისას ქართული ფაქტორი არსებითი მნიშვნელობის აღმოჩნდა. თბილისის ბიზნეს ცენტრის პროექტის დიზაინი არის ისტორიული მთის სოფლის, შატილის 21-ე საუკუნის ტრანსფორმაცია. როგორც თბილისისთვის, ისე სრულიად საქართველოსთვის ახალი დანიშნულების ადგილი იქნება. გათვალისწინებულია სივრცე შვილობილი კომპანიებისთვის და სტარტაპებისთვის. იქნება ადგილი ტრენიინგ ცენტრისთვის, სავარჯიშო დარბაზისთვის, საბავშო ბაღისთვის, იდეების ლაბორატორიისთვის, არტ-გალერიისთვისა და ბარ-რესტორნისთვის.” – არქიტექტორი ფრანს ვან ვუორი.

ახალი სათაო ოფისის მშენებლობა 2018 წლის აპრილში დაიწყება და დაახლოებით 2 წელში დასრულდება.

წყარო: TBC BANK  –  თიბისი ბანკი

25 წელი საქართველოსთან ერთად! #თიბისი25

Posted by TBC BANK – თიბისი ბანკი on Mittwoch, 27. Dezember 2017

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *