შემოგვიერთდით

HR მენეჯერი: თინათინ ბონი-„ყველაზე რთულია, როცა ადამიანის ბედს წყვეტ“

HR სფეროში საქართველოში მთავარი საინფორმაციო-ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალის www.hrhub.ge – ის რუბრიკის “HR მენეჯერი“ სტუმარია თინათინ ბონი – ჯეოსელის ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის განყოფილების დირექტორი. თინათინი მუშაობდა PepsiCo International – სა და EFES – ში. ის არის სერტიფიცირებული ტრენერი (PepsiCo certified trainer of “First Time Manager” and “Coaching Manager” programs). თინათინი HR hub – ის  ღონისძიების მენტორიც გახლდათ და წარმოადგინა “ჯეოსელის”  საინტერესო ქეისი “დამსაქმებლის ბრენდინგის” თემაზე.  გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს თინათინ ბონთან.

  • ჩემი პირველი სამსახური იყო სასტუმროს ადმინისტრატორი
  • გასაუბრება, რომელიც ყველაზე ცუდათ მახსენდება იყო, როდესაც ფინანსურმა დირექტორმა ”სალფეტკზე” დამიწერა ტექსტი რუსულად და მიბრძანა, რომ მეთარგმნა. ეგრევე ავდექი და წამოვედი.
  • ჯეოსელში მუშაობის დაწყების პირველ დღეს ვიფიქრე, რომ საუკეთესო სამსახური მაქვს.
  • თანამშრომლის სამსახურში მიღების დროს, ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ მის კეთილგანწყობას და მონდომებულობას.
  • იმისათვის, რომ გასაუბრებაზე შთაბეჭდილება მოახდინო, საჭიროა იყო უშუალო და მომღიმარი, და იცოდე შენი საქმე.
  • რჩევა, რომელსაც მივცემდი ჯეოსელში მუშაობის დაწყების მსურველს თვალყური ადევნონ https://web.facebook.com/geocell.jobs
  • როცა თანამშრომელზე გაბრაზებული ვარ ვმშვიდდები და შემდგომ ვუხსნი რამ გამოიწვია ჩემი ბრაზი. ყველაზე რთულია გადაწყვეტილების მიღება, როცა ადამიანის ბედს წყვეტ.
  • საქმიანობაში დაშვებული შეცდომა, რომელსაც ვნანობ ყველაფერი გამოცდილებაა, არაფერს ვნანობ.
  • როცა ჩემი გუნდი წარმატებას აღწევს …. ჩვენ მივდივართ დასალევად.
  • ადამიანს ყველაზე დიდ მოტივაციას უქმნის …. დაფასება.
  • სამი თვისება, რომელიც აუცილებელია HR მენეჯერისთვის…. ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, ემპათია.
  • საქართველოში ადამიანური რესურსების მიმართულებით პროფესიონალად მივიჩნევ… ბევრ ჩემს მეგობარს. ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დასაქმების კუთხით საქართველოში არის… შეუსაბამო ამბიცია.
  • რომ არა HR, ვიმუშავებდი…. მეტ დროს დავუთმობდი წერას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *