შემოგვიერთდით

თინათინ ბონი: „ყველაზე რთულია, როცა ადამიანის ბედს წყვეტ“…

HRM – ეს არის საინფორმაციო-ანალიტიკური რუბრიკა ადამიანური რესურსების მართვის შესახებ. აქ იხილავთ ინტერვიუებს ამ სფეროში მოღვაწე წარმატებულ პრაქტიკოსებთან, HR სიახლეებს, აქტუალური თემების მიმოხილვას, სტატისტიკას, ტენდენციებსა და ა.შ

ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ წარმატებული და პროფესიონალი HR სპეციალისტები.

HRM რუბრიკის სტუმარია თინათინ ბონი – ჯეოსელის ადამიანური რესურსებისა და ადმინისტრაციის განყოფილების დირექტორი. თინათინი მუშაობდა PepsiCo International – სა და EFES – ში. ის არის სერტიფიცირებული ტრენერი (PepsiCo certified trainer of “First Time Manager” and “Coaching Manager” programs). თინათინი HR hub – ის რიგით მეხუთე ღონისძიების მენტორიც გახლდათ და წარმოადგინა “ჯეოსელის”  საინტერესო ქეისი “დამსაქმებლის ბრენდინგის” თემაზე.

გთავაზობთ ბლიც ინტერვიუს თინათინ ბონთან:

  • ჩემი პირველი სამსახური იყო სასტუმროს ადმინისტრატორი
  • გასაუბრება, რომელიც ყველაზე ცუდათ მახსენდება იყო, როდესაც ფინანსურმა დირექტორმა ”სალფეტკზე” დამიწერა ტექსტი რუსულად და მიბრძანა, რომ მეთარგმნა. ეგრევე ავდექი და წამოვედი.
  • ჯეოსელში მუშაობის დაწყების პირველ დღეს ვიფიქრე, რომ საუკეთესო სამსახური მაქვს.
  • თანამშრომლის სამსახურში მიღების დროს, ყველაზე დიდ ყურადღებას ვაქცევ მის კეთილგანწყობას და მონდომებულობას.
  • იმისათვის, რომ გასაუბრებაზე შთაბეჭდილება მოახდინო, საჭიროა იყო უშუალო და მომღიმარი, და იცოდე შენი საქმე.
  • რჩევა, რომელსაც მივცემდი ჯეოსელში მუშაობის დაწყების მსურველს თვალყური ადევნონ https://web.facebook.com/geocell.jobs
  • როცა თანამშრომელზე გაბრაზებული ვარ ვმშვიდდები და შემდგომ ვუხსნი რამ გამოიწვია ჩემი ბრაზი.
  • ყველაზე რთულია გადაწყვეტილების მიღება, როცა ადამიანის ბედს წყვეტ.
  • საქმიანობაში დაშვებული შეცდომა, რომელსაც ვნანობ ყველაფერი გამოცდილებაა, არაფერს ვნანობ.
  • როცა ჩემი გუნდი წარმატებას აღწევს …. ჩვენ მივდივართ დასალევად.
  • ადამიანს ყველაზე დიდ მოტივაციას უქმნის …. დაფასება.
  • სამი თვისება, რომელიც აუცილებელია HR მენეჯერისთვის …. ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, ემპათია.
  • საქართველოში ადამიანური რესურსების მიმართულებით პროფესიონალად მივიჩნევ … ბევრ ჩემს მეგობარს.
  • ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც დასაქმების კუთხით საქართველოში არის … შეუსაბამო ამბიცია.
  • რომ არა HR, ვიმუშავებდი …. მეტ დროს დავუთმობდი წერას

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *