შემოგვიერთდით

ილიაუნის ახალი, 4890 კვადრატული მეტრის, ტექნოლოგიების კორპუსი ექნება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალი აკადემიური შენობის ექნება. შენობის კარკასის მშენებლობის ეტაპი დასრულებულია.

ამ უმაღლესი სასწავლებლის 4890 კვადრატული მეტრის, ტექნოლოგიების კორპუსის მშენებლობა ვაკის პარკთან, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე, 2017 წლის ივნისში დაიწყო.
აღნიშნულ ეტაპს აფინანსებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო, შენობის შიდა მოწყობას, რემონტსა და აღჭურვას ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კომპაქტის ფარგლებში.

შენობა აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით. კორპუსის ორ სართულზე განთავსდება SDSU-საქართველოს აუდიტორიები, სამუშაო სივრცეები და საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები.

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *