შემოგვიერთდით

HR hub Next-ის მენტორის – ირმა ოქროპირიძისა და მისი გუნდის თავგადასავალი

HRM კონსულტანტი, ქოუჩი და ბიზნეს ტრენერი ირმა ოქროპირიძე HR hub Next-ის პირველი ნაკადის მენტორი იყო.

3 თვის განმავლობაში, მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა ჯგუფის წევრებთან და მუდმივად ზრუნავდა მათი ცოდნის ამაღლებაზე. ირმამ HR hub Next-ის შესახებ პატარა ჩანახატი გააკეთა, რომელსაც უცვლელი სახით გთავაზობთ.

,,ჩვენი გუნდის დღიური”

იქ სადაც მინდა რომ ვიყო, თუ?….. ირმა ოქროპირიძე – ჯგუფი „ბროწეულის“ მენტორი

2018 წლის ნოემბრიდან დაიწყო HR Hub Next ადამიანური რესურსების მენტორშიპის პროგრამა. პროგრამის ინიციატორები არიან HR Hub-ის დამფუძნებლები ანა ნავდარაშვილი და ანა გზირიშვილი.

მენტორშიპის პროგრამა გულისხმობს mentee/apprentice, ქართულად კი შეგირდების,  ჯგუფის შექმნას და მიმაგრებას HR მენტორთან. გარდა  გაერთიანებული სესიისა (ჩემი თემა იყო – რა არის HRM,  როგორია დეივ ულრიხის მოდელი და რა გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს HR თანამედროვე სამყაროში), შეგირდების ჯგუფთან გვქონდა ხუთი ორსაათიანი ონლაინ სესია სხვადასახვა HR თემატიკაზე. იყო პატარა პრაქტიკული დავალებებიც, ზოგი გავიარეთ, ზოგი – ვერ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ამ სესიების შემდეგ მეტი კითხვა გაჩნდა, უფრო ფართოდ შევხედეთ თემებს და გამოწვევებს, უფრო ნათელი გახდა – მინდა, თუ არ მინდა და რატომ მინდა, რა უნარები გვჭირდება, რა მიმართულებით  გავაგრძელებ განვითარებას და ასე შემდეგ. ჩვენი ონლაინ სესიები იწყებოდა ამგვარად:

გარდა გამოცდილების გაზიარებისა, აღვნიშნეთ ახალი წლის დადგომა და მეექვსე შეხვედრა ჩავატარეთ ვაკის პარკში .

We learn together, we entertain together! ბონუსსესია კი იყო HR პროცესების რუქის აგება MS Visio-ში, ამის შემდეგ გოგოებმა კიდევ უფრო  მაღალი ნახტომის გაკეთება მოინდომეს, იხილეთ ფოტო .

დამეთანხმებით, რომ პრაქტიკული მუშაობა არის  ძალიან მნიშვნელოვანი, თუ პრაქტიკაში არ გავაკეთებთ იმას, რაც მოვისმინეთ, ვიმსჯელეთ,  დაგვავიწყდება მალე და წინაც ვერ წავალთ საქმეში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ და ჩავრთოთ ისინი მრავალფეროვან საქმიანობაში.

გაეცანით ბლიც-ინტერვიუებს, თუ მოგინდებათ  რომ ჩართოთ რამე აქტივობაში mentees, უფრო კარგად გაიცნოთ, საკონტაქტო ინფორმაციისთვის მიმართეთ HR Hub-ს.

წარმატებები the Team!

ვუსურვებ ამ პროექტს, მენტორებს და შეგირდებს წარმატებას! Put your shoes on and move through colored steps!

ბლიც ინტერვიუს კითხვები: პასუხი შესაძლებელია გაიცეს ყველა კითხვაზე, ან შერჩევით ნებისმიერზე.

  • 3 ზედსართავი სახელი, რომელსაც მიუსადაგებდით ადამიანური რესურსების მართვას
  • რომელი HR მიმართულებიდან დაიწყებდით/ გააგრძელებდით HR კარიერას, რატომ?
  • რა გინდათ რომ იყოს თქვენი პირველი დავალება?
  • რა მიმართულებით გაქვთ ტალანტი/ განსაკუთრებული ნიჭი?
  • თქვენი რჩევა მათთვის, ვინც ირჩევს HR პროფესიას
  • როგორი HR-ი არ გინდათ რომ იყოთ?
  • კითხვა რომელსაც დაუსვამდით თქვენს თავს?

ბარბარე:

  1. ადამიანური რესურსების მართვა არის: მრავალფეროვანი, შემოქმედებითი, დინამიური;
  2. კარიერას დავიწყებდი რეკრუტინგით, რადგან ყოველთვის მაინტერესებდა ეს მიმართულება და ჯერ ამ მხრივ დავაგროვებდი გამოცდილებას;
  3. მივიჩნევ, რომ ჩემი ნიჭი/ტალანტი არის ადამიანების გაგება, მათი ემოციების ამოცნობა;
  4. ვინც HR-ს ირჩევს პროფესიად ვურჩევდი იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, სიახლეებისადმი გახსნილი, უყვარდეს ადამიანები და მათთან კონტაქტი;
  5. არ მინდა ვიყო ისეთი HR, რომელიც გაურბის პასუხისმგებლობებს;
  1. კითხვა, რომელსაც დავუსვამდი საკუთარ თავს: ვიხარჯები, თუ არა მაქსიმალურად, რათა მივაღწიო დასახულ მიზნებს?

სალომე

  1. HR – მეგობრული, სამართლიანი, შეუდრეკელი;
  2. HR კარიერა – პერსონალის შერჩევა და აყვანა / რესურსების მოძიება, კომპენსაცია და ბენეფიტები;
  3. სახელფასო სისტემის აწყობა / მატება შეფასების სისტემის საფუძველზე;
  4. მიჭირს საკუთარ თავზე საუბარი და ჩემი აზრით, ტალანტს სხვა უნდა ხედავდეს შენში;
  5. იყავით შეუდრეკელები, არ დახარჯოთ ენერგია იმისთვის, რომ გაიზარდოთ ყოველდღიურად;
  6. არ მინდა ვიყო ერთ ადგილზე გაჩერებული, უმიზნო და უმისამართო HR ;
  7. ჩემს თავს დავუსვამ შემდეგ კითხვას – რას გავაკეთებ ხვალ იმისთვის რომ გავხდე უკეთესი HR?

თამთა

  1. ადამიანური რესურსების მართვა – ინოვაციური, მნიშვნელოვანი, ჩართული;
  2. კარიერას დავიწყებდი –  ადმინისტრირება ან/და რეკრუტინგი. ვფიქრობ, ბაზისური უნარების განვითარება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქმის პროფესიონალებად ვიქცეთ;
  3. ტალანტი/ნიჭი – ადამიანების შინაგანი განზრახვების ამოცნობა J
  4. მომავალ ეიჩარებს რჩევა – იმას, რასაც თეორიულად ისწავლიან, აუცილებლად პრაქტიკაში განახორციელონ;
  5. არ მინდა ვიყო „ყალბი“ HR-ი;
  6. კითხვა, რომელსაც დავუსვამდი ჩემს თავს – რა არის ჩემი მაქსიმუმი?

სოფო

  1. არმ – პოზიტიური, საქმის მოყვარული და სამართლიანი;
  2. პერსონალის შერჩევა და აყვანა. ვფიქრობ, საინტერესოა ამ მიმართულებით მუშაობა, ვინაიდან აღმოჩენა შეგიძლია ახალი ტალანტების;
  3. ვიმუშავებდი სტრუქტურის და ფუნქცია მოვალეობების გადანაწილებაზე;
  4. ვფიქრობ, ყოველთვის მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის;
  5. იფიქრეთ , ყოველთვის განვითარებაზე!
  6. ყოველთვის მეშინია იმის,რომ ერთ ადგილზე დავრჩები კარიერულად. არ მინდა, რომ პროფესიული განვითარება შევწყვიტო;
  7. კითხვა რომელსაც დავუსვამდი საკუთარ თავს – რას ვაკეთებ, იმისთვის რომ ვიყო უკეთესი ?

HR hub Next-ის უცვლელი წარმდგენია სადაზღვევო კომპანია ,,პრაიმი“. მხარდამჭერი – თბილისის ღია უნივერსიტეტი და  მედია მხარდამჭერი –  პალიტრა მედია ჰოლდინგი. თუ გსურთ გახდეთ ნექსთის წევრი, დარეგისტრირდით: http://bit.do/eHRmt

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *