შემოგვიერთდით

იუსტიციის სახლის HR გუნდი HR ბიზნეს სამიტს დაესწრება

HR ბიზნეს სამიტზე დასწრების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. სასიხარულოა, რომ კოპანიები HR გუნდებით გვიერთდებიან.

გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ამ კომპანიების თუ უწყებების გუნდები. სასიხარულოა ისიც, რომ საჯარო სექტორი აქტიურად არის დაინტერესებული ამ ღონისძიებით. ერთ-ერთი ასეთია სსიპ იუსტიციის სახლი, რომელიც სამიტზე 9 თანამშომლით იქნება წარმოდგენილი.
HR hub: რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი HR გუნდი ?
ჩვენი გუნდი ამ ეტაპზე შედგება 10 ადამიანისაგან;

HR hub: როგორ დაახასიათებდით სამი სიტყვით თქვენს გუნდს ?

 ჩვენს გუნდს სამი სიტყვით დავახასიათებთ როგორც: პროგრესულსინოვაციურს და მზრუნველს;

HR hub: რატომ გადაწყვიტეთ HR ბიზნეს სამიტზე დასწრება ?

HR ბიზნეს სამიტზე დასწრება გადავწყვიტეთ, რადგან მიგვაჩნია, რომ HR სფეროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება. ეს სამიტი გვაძლევს არაჩვეულებრივ შესაძლებლობას მჭიდრო კომუნიკაცია დავამყაროთ ჩვენს კოლეგებთან ბიზნეს სექტორიდან. სსიპ იუსტიციის სახლი წარმოადგენს საჯარო დაწესებულებას, თუმცა, ამავდროულად არის საქართველოს ბრენდი, რომელიც ორიენტირებულია მუდმივ განვითარებასა და ინოვაციების დანერგვაზე. შესაბამისად, ჩვენთვის საინტერესოა ის სიახლეები და შესაძლებლობები, რასაც ჩვენი გამოცდილი კოლეგები კერძო კომპანიებში საქმიანობისას ქმნიან;

HR hub: რას მოელით ღონისძიებისგან ?

ღონისძიებისაგან ველით საინტერესო გამოცდილების გაზიარებას HR სფეროში გამოცდილი პროფესიონალებისაგან, კონტაქტების დამყარებას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ჩვენს აქტიურ თანამშრომლობას ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ ბილეთების შეძენა 25 მაისამდე tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

ღონისძიების გენერალური სპონსორია აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO.

მხარდამჭერები არიანალდაგირეგუსიპეპსიკოFood Management Groupმეღვინეობა ხარებანატახტარიანემონელურჯი ოკეანეპალიტრა მედია ჰოლდინგი.

მედია პარტნიორები: HRhub.geipnbpnambebi.ge და რადიო იმედი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *