შემოგვიერთდით

“საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი” – კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები თქვენი თანამშრომლებისათვის

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 2013 წელს დაფუძნდა. აღნიშნული უნივერსიტეტი 2014 წლიდან მომხმარებლებს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამასა და სხვადასხვა ტრენინგებს სთავაზობს. უნივერსიტეტი საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩის 29 ნომერშია განთავსებული.

თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლების კარიერული წინსვლა, განვითარება და მოტივაცია?გსურთ, რომ ტრენინგზე შეძენილი უნარ-ჩვევები პრაქტიკაში ასახონ და საქმე კიდევ უფრო მაღალი ხარისხით შეასრულონ? „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ გთავაზობთ ტრენინგებს, რომლებსაც უძღვებიან სერტიფიცირებული და პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერები, აქ თქვენ დაგხვდებათ საუკეთესო გარემო და შეძლებთ ტრენინგების თქვენთვის მისაღებ დროში დაგეგმვას.

რატომ უნდა აირჩიოს პოტენციურმა მომხმარებელმა სწორედ “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი” და რა  ტრენინგ პროგრამებს სთავაზობს მომხმარებლებს? – ამ საკითხებზე www.hrhub.ge-ის უნივერსიტეტის ტრენინგებისა და სერტიფიცირების პროგრამების დირექტორი ბექა დალაქიშვილი ესაუბრა.

HR hub: ბატონო ბექა, რატომ უნდა აირჩიონ HR მენეჯერებმა სწორედ “საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის” ტრენინგები თანამშრომლებისთვის? 

ჩვენი უპირატესობა სხვა ტრენინგ ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან შედარებით არის ჩვენი (მცირე) ზომა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თითოეულ კლიენტთან ვიმუშავოთ ინდივიდუალურად. ამაში მოიაზრება, რომ კომპანიებს უბრალოდ ტრენინგის შეთავაზების ნაცვლად, ვუწევთ კონსულტაიას ტრენინგის მიზნებთან და შედეგებთან დაკავშირებით. ამის მიხედვით, კი ვადგენთ მის საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებულ პროგრამას, განრიგს და ბიუჯეტს. შესაბამისად, ვეხმარებით მათ, რომ მოახდინონ, ერთის მხრივ მიახდიბნონ ხარჯების ოპტიმიზაცია, ხოლო მეორეს მხრივ ტრენინგიდან მიიღონ ზუსტად ის შედეგი, რომელიც სურდათ.

მეორე ჩვენი უპირატესობა, არის ის რომ ვმუშაობთ, მხოლოდ უმაღლესი დონის გამოცდილ, პრაქტიკოს ტრენერებთან და სხვადასხვა მიმართულებით გვყავს რამოდენიმე ტრენერი, რაც საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო ზუსტად მოვერგოთ დამკვეთის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

HR hub: რა არის ტრენინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკა?

პირველ ეტაპზე, თავს ვუყრით ინფორმაციას და ვაანალიზებთ კომპანიის სპეციფიკურ საჭიროებებსა თუ ინტერესებს;
მეორე ეტაპზე შევარჩევთ შესაბამისი კვალუფიკაციისა და უნარ-ჩვევების მქონე ტრენერებსა და მომხმარებლებს ვთაცაზობთ ინდივიდუალურ პროგრამას დასმული ამოცანების გადასაწყვეტად (იქნება ეს ახალი თანამშრომლების სწრაფი ადაპტაცია, ორგანიზაციული ცვლილებები, მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლება თუ სხვა);
მესამე, დასკვნით ეტაპზე – გიწევთ coaching მომსახურებას, ანუ გეხმარებით  შეძენილი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებაში;
მეოთხე ეტაპზე ვადგენთ ტრენინგის ანგარიშს, სადაც მითითებულია რეკომენდაციები სამომავლო განვითარებისთვის.

ასევე, გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციულ ღონისძიებებს, იქნება ეს სემინარები, ვორქშოფები თუ პრეზენტაციები.

HR hub: რაც შეეხება მიმდინარე ტრენინგებს, რა პროგრამებზე მიმდინარეობს მსურველების რესიტრაცია?

ამ ეტაპზე საცალო ტრენინგები რომელიც დაგეგმილი გვაქვს არის:

  1. MS Excel-ის გაძლიერებული კურსი,
  2. ანდრო დგებუაძის მენეჯემნტის ფილოსოფია (დასაწყისი 20 ნოემბერს),
  3. დაგეგმილი გვაქვს ერთდღიანი სემინარი CFA სერტიფიცირებასთან დაკავშირებით,
  4. მიმდინარე ეტაპზე ვმუშაობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან ფინანსების, ექსელის, პროექტების მართვის, მენტორინგის, ბიზნეს კომუნიკაციის და სხვა ბიზნეს მიმართულებებით.

გარდა ამისა, ერთერთ მსხვილ კომპანიაში ამჟამად ვატარებთ „ლიდერობის პროგრამას“, რომელიც Executive Education-ის მსგავსია და გულისხმობს სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებით, კომპანიის მენეჯმენტის დატრენინგებას. აღნიშნული კურსი უკვე რამდენჯერმე წარმატებით გვაქვს ჩატარებული და მისი მიზანია კომპანიის სხვადასხვა მიმართულების მენეჯერები „აალაპარაკოს საერთო ბიზნეს ენაზე“, ხელი შეუწყოს ნეტვორკინგსა და კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებას ორგანიზაციაში.

აღნიშნული კურსი მოიცავს ისეთ მოდულებს როგორიცაა:

  • ლიდერობა,
  • მენეჯმენტი,
  • ფინანსები,
  • HR,
  • პროექტების მართვა,
  • ოპერაციათა მართვა,
  • მომხმარებელზე ზრუნვა,
  • მარკეტინგი,
  • IT,
  • ხარისხის მართვა,
  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევები,
  • დროის ეფექტური მართვა,
  • კონფლიქტის მართვა და ა.შ.

დამატებითი ინფორმაცია „საქართველოს ბანკის უნივერსიტეტის“ შესახებ, შეგიძლიათ მოიძიოთ აქ: www.bog.edu.ge

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ელფოსტა:  training@bog.edu.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *