შემოგვიერთდით

კვლევის შედეგები: როგორია შშმ პირების დასაქმების სტატისტიკა?

ინფორამციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებს დასაქმების და საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა ნაკლებად ეძლევათ.

ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ:

  • დასაქმებული შშ პირების 86,2% წარმოადგენდა თვითდასაქმებულს, მაშინ, როდესაც ანალოგიური მაჩვენებელი დანარჩენ მოსახლეობაში შეადგენდა 53,6%-ს.
  • 2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში 15 წლის და უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 96,102 პირიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 4.8% – 4,571 პირი.
  • შშმ პირების დასაქმების მაჩვენებელი უარესდება სტატუსის სიმძიმის მიხედვით. მაგალითად, მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) 15 წლის და ზემოთ შშმ პირებიდან დაქირავებით დასაქმებული იყო მხოლოდ 3.8%. მნიშვნელოვნად გამოხატული (II ჯგუფი) შშმ პირებიდან – 4.8%, ხოლო ზომიერად გამოხატული (III ჯგუფი) შშმ პირებიდან – 7.8%.
  • 2014 წლის მდგომარებით, ევროპის ქვეყნებში საშუალოდ შშმ პირთა დაქირავებით დასაქმების მაჩვენებელი 33,6%-ს შეადგენს, რაც 7-ჯერ აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *