შემოგვიერთდით

კომპანია “ემ ბი სიმ” თანამშრომელი სატელევიზიო გადაცემის მეშვეობით შეარჩია

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show-ს მეშვეობით, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC ემ ბი სი-იმ, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შორის, კომპანიის ფინანსური მრჩევლის პოზიციაზე  ილიაუნის ბიზნესის სკოლა / Iliauni Business School-ის სტუდენტი გიორგი იმერლიშვილი შეარჩია.

შერჩევის პროცესში მონაწილეობა მიიღო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სის“ გენერალურმა დირექტორმა ბატონმა გია პეტრიაშვილმა, საკონსულტაციო კომპანია THE STREAM – ის დირექტორმა,  HR კონსულტანტმა მარინა კუჭუხიძემ და ლევან სურგულაძემ, კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ.

კანდიდატებს დაუსვეს შემდეგი სახის შეკითხვები:

  1. წარადგინეთ საკუთარი თავი …
  2. როგორც თქვენთვის ცნობილია ზოგ თვეში არის 30 დღე, ზოგში 31. რამდენ თვეშია 28 დღე თქვენი აზრით?
  3. რამდენ დროს ფლანგავთ უქმად და თუ შეაფასებთ რამდენი ფული გაქვთ გაფლანგული თუ საათი 10 ლარია?
  4. თქვენი ყველაზე დიდი წარმატება არის …
  5. 1000 დოლარი შეგიძლიათ ასესხოთ ამერიკის მთავრობს და შეგიძლიათ მასესხოთ მე. საპროცენტო განაკვეთი არის 2% ან 36%. მე რამდენ პროცენტად მომცემდით სესხს, ამერიკის მთავრობას რამდენად და რატომ?

გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ პოზიციისთვის გამოცდილებამ და  კომუნიკაციურმა უნარებმა.

წყარო: https://www.facebook.com/mbc.com.ge/; ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *