შემოგვიერთდით

კომპანია ,,PepsiCo საქართველო“ 2018 წლის ევროპის ტოპ დამსაქმებელია

კომპანია ,,PepsiCo საქართველომ“ 2018 წლის ევროპის ტოპ დამსაქმებლის სერთიფიკატი მიიღო. ვიმბილდან საქართველო“, რომელიც 2011 წლიდან „PepsiCo“-  კორპორაციაში შედის, სიამაყით აცხადებს, რომ დასაქმების გამორჩეული პირობების გამო, TOP Employer Instituteის მიერ   საუკეთესო დამსაქმებლად იქნა აღიარებული.

ამ ჯილდოს მსოფლიოში წამყვანი კომპანიები იღებენ და მათ სერთიფიცირებას ყოველწლიურად ახდენს საერთაშორისო კვლევის ინსტიტუტი – Top Employer Institute. საუკეთესო დამსაქმებელთა სერთიფიცირების პროცესი მკაცრად კონტროლდება დამონაწილე დამსაქმებლებს მოეთხოვებათ, დაიცვან დარგში მოქმედი მაღალი სტანდარტები.  პროცესის საიმედოობისათვის მოწმდება დამსაქმებლის თითოეული პასუხის შესაბამისობა რეალურ პირობებთან.  მიღებული შედეგების მიხედვით ვიმ-ბილ-დან საქართველომ დაიკავა საამაყო ადგილი მსოფლიოს სერთიფიცირებულ საუკეთესო დამსაქმებელთა შორის. ამის გარდა, PepsiCo-ს საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი აქვს როგორც რეგიონალური, ასევე ევროპის მასშტაბით.

ტოპ დამსაქმებელთა ინსტიტუტმა დასაქმებულთა პირობები შემდეგი კრიტერიუმებით შეაფასა:

  • ტალანტების მართვის სტრატეგია;
  • პერსონალის დაგეგმვა;
  • ახალი თანამშრომლების ადაპტაცია;
  • სწავლა & განვითარება;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • ლიდერობის განვითარება;
  • კარიერული წინსვლა;
  • ანაზღაურება & სარგებელი;
  • კორპორატიული კულტურა.

კომპანია PepsiCo უდაოდ გამორჩეული დამსაქმებელია, ვინაიდან აქ დანერგილია ყველა ის თანამედროვე HR მიმართულება, რაც მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო კომპანიებში გვხვდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპანია ფეხდაფეხ მიჰყვება მსოფლიო ტენდენციებს ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. აქ ამუშავებულია თანამედროვე სამოტივაციო სისტემა, ანაზღაურებისა და ბენეფიტების პროგრამა, ტალანტების მართვისა და განვითარების სისტემა.

დევიდ პლინკი, TOP Employer Institute-ის გენერალური დირექტორი, ამბობს: „ჩვენს კვლევებში ვიხილეთ, თუ როგორ ცდილობენ ის ორგანიზაციები, რომლებიც სერთიფიცირებული გახდნენ, როგორც 2018 წლის ტოპ დამსაქმებლები, პირველ ადგილზე დააყენონ თანამშრომლების განვითარება და უწყვეტად იმუშაონ ადამიანური რესურსების განვითარებაზე. „PepsiCo საქართველო“   დამსაქმებელთა ამ რჩეული ჯგუფის ნაწილს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც უკვე მიიღეს ევროპის 2018 წლის ტოპ დამსაქმებლის სერთიფიცირება, მათ შეუძლიათ საკუთარი თავი ჩათვალონ მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების ჯგუფის ნაწილად. ეს ის მიღწევაა, რითიც უნდა იამაყოს დამსაქმებელმა“.

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1965 წელს აშშ-ში დაარსდა. ის დღეს 200 -ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და მსოფლიოს მასშტაბით, 270 000-მდე თანამშრომელი ჰყავს.  საქართველოში Pepsico-ში 300 ადამიანია დასაქმებული.

PepsiCo-ს მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია:  რძის კატეგორიაში – „სოფლის ნობათი“, „Чудо“, “Домик в деревне“ და ახლახანს ბაზარზე გამოჩენილი „რჩეული“; წვენების კატეგორიიდან- „Sandora“, „Садачок“, „Фруктовый Сад“; სნეკების კატეგორიიდან – „Lays“, “Doritos”, “Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან „Pepsi“, “Mirinda”, “7Up” და “Aquafina”.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *