შემოგვიერთდით

კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებული ჯიპიაი ჰოლდინგია

სასტუმრო „იოტაში“, კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.კონკურსი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ორგანიზებით ჩტარდა და მასში ოცდათერთმეტმა განსხვავებული პროფილისა და მასშტაბის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. კომისიამ, რომელშიც წარმოდგენილნი იყვნენ საჯარო და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სამი გამარჯვებული გამოავლინა.

დაჯილდოების ღონისძიებას გახსნა და აუდიტორიას სიტყვით მიესალმებიან: „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე ელისაბედ რუდი და მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი.

“ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” 2018 წლის კონკურსის გამარჯვებული ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding გახდა.

“ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” 2018 წლის კონკურსის გამარჯვებულია ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding და ჩვენი ორ წლიანი გრანდიოზული დასაქმების კამპანია! მადლობა აღიარებისთვის” – ვახო კორძახია.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს მთავრობის, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 2016 წელს საფუძველი ჩაუყარა ყოველწლიურ ჯილდოს „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის,“ რომელიც მიზნად ისახავს გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების პოპულარიზაციას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *