შემოგვიერთდით

კონკურსი „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გამოცხადდა

მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა, დამსაქმებლებმა, ხელი შეუწყონ ქალების განათლებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში გააქტიურებას და მათი შესაძლებლობების რეალიზაციას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო აცხადებს კონკურსს – „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ და იწვევს კერძო სექტორის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ ქალების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებაში.

კონკურსი გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ხელს უწყობენ ქალებს მიიღონ განათლება, გააქტიურდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში, ყველა დონეზე და მოახდინონ შესაძლებლობების რეალიზება.

აღნიშნული კონკურსი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელს უკვე მესამედ ტარდება. წინა კონკურსების გამარჯვებული კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, როგორც სიდიდით, ისე მოქმედების არეალით, თუმცა მათ საერთო მისწრაფებები აერთიანებთ: თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნა, ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, მათი მოტივაციის ამაღლება და მუდმივი პროფესიული ზრდა.

გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 თებერვალი.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა:

აღნიშნული ინიციატივით დაინტერესებულმა მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე: geb@mcageorgia.ge

მეტი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ქეთევან მამინაიშვილი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერისა და სოციალური საკითხების ინტეგრირების დირექტორი, ტელ: 555 522 270, ელ. ფოსტა: kmaminaishvili@mcageorgia.ge.

წყარო: www.mcageorgia.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *