შემოგვიერთდით

კონფერენციაში “ხალხი და ციფრული რევოლუცია” “მისო კრისტალის“ მენეჯმენტი მონაწილეობს

საერთაშორისო მიკროსაფინანსო ცენტრისა (MFC) და ევროპის მიკროსაფინანსო ქსელის ორგანიზებით (EMN), გამართულ  ყოველწლიური კონფერენციაში –  „ხალხი და ციფრული რევოლუცია: სოციალური მისიის ამაღლება ტექნოლოგიების მეშვეობით“  , საქართველოდან MFC-ს წევრი კომპანია “მისო კრისტალის“  მენეჯმენტი სრული შემადგენლობით  მონაწილეობს.

კომპანია 2019-2023 წლების სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ახალ ბიზნეს-პარტნიორებთან და ინვესტორებთან თანამშრომლობას გეგმავს.

წლევანდელ ფორუმზე მონაწილეები  საზოგადოების ფინანსურ და სოციალურ ჩართულობაში ციფრული რევოლუციის გავლენას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი თემა,   ტექნოლოგიების გონივრული გამოყენების შედეგად, სამუშაო პროცესის გამარტივება და  ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხია.

თანამედროვე საინფორმაციო სისტემების დანერგვა ორგანიზაციული პროცესების ახლებურად გააზრებას მოითხოვს. კლიენტებისთვის ახალი, გაუმჯობესებული სერვისების შეთავაზება,  კომპანიის  შიდა ორგანიზაციული  საქმიაობის გამართვისა და მოდერნიზების გარეშე შეუძლებელია.

 „კრისტალის“ ტოპ-მენეჯმენტისთვის, თითოეული თანამშრომელის კეთილდღეობაზე  ზრუნვა და საუკეთესო შრომის პირობების შექმნა უმთავრეს  სტრატეგიულ  მიზანს წარმოადგენს.

 სწორედ ამ მიზნით, „კრისტალის“  მენეჯმენტი აქტიურად მუშაობს  ორი მნიშვნელოვანი მიმართულების –  ადამიანური რესურსების და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრირებაზე, ისე რომ თანამშრომლების დატვირთულობა, სამუშაო პროცესის გამარტივება, შრომის ნაყოფიერების ამაღლება,   ყოველდღიურ ცხოვრებასთან  ჰარმონიულად  შერწყმული და  თავსებადი იყოს.

კრისტალის ტოპ-მენეჯმენტის აღნიშნულ ღონისძიებაზე დასწრების მიზანიც სწორედ ახალი, თანამედროვე მიდგომების და სიახლეების გაცნობაა, რაც მათ კრისტალელებზე ზრუნვის სწორი სისტემის  ჩამოყალიბებაში დაეხმარება. კომპანიაში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვა და თანამშრომლებზე  ზრუნვის სწორი სისტემის აწყობა კი თითოეული კრისტალელის კეთილდღეობის ამაღლებასა და  მოტივაციაზე იქნება  მიმართული.

 #კრისტალისმენეჯმენტიკრისტალელებისათვის


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *